მარიამ დ'აბო - ჯეიმს ბონდის მეგობარი გოგონა ქართული ფესვებით

მარიამ დ'აბო - ჯეიმს ბონდის მეგობარი გოგონა ქართული ფესვებით

მარიამ დ'აბო - ინგლისური კინოსა და ტელევიზიის მსახიობია, რომელიც 1960 წლის 27 დეკემბერს ლონდონში დაიბადა. დ’აბომ მაყურებელს ბონდის გოგონას, კარა მილოვის როლით დაამახსოვრა თავი, რომელიც მან ბონდიანას ერთ-ერთ ფილმში "ნაპერწკლები თვალებიდან" შეასრულა. მარიამი ქართველი დედის, ნინო კვინიტაძის და ჰოლანდიელი პიტერ კლოდ ჰოლანდ დ’აბოს შვილია. მარიამის ბაბუა ცნობილი ქართველი სამხედრო მოღვაწე და გენერალი გიორგი კვინიტაძეა, რომელმაც 1921 წელს, ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, საქართველო დატოვა და საცხოვრებლად საფრანგეთში გადავიდა.

მარიამის თქმით, მან მსახიობობა 11 წლის ასაკში გადაწყვიტა. მოგვიანებით სწავლა ლონდონის დრამის ცენტრში განაგრძო და პარალელურად, სარეკლამო რგოლებში მოდელის როლს ირგებდა. 1987 წელს მარიამი "ფლეიბოის" იაპონური, ჰოლანდიური, ავსტრალიური, თურქული და ფრანგული გამოცემების ყდებზე გამოჩნდა, რამაც მისი პოპულარობა კიდევ უფრო გაზარდა. 2003 წელს იგი ცოლად გაჰყვა ბრიტანელ ოსკარის ნომინანტს, რეჟისორ ჰიუ ჰადსონს.

იხილეთ ვიდეო

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება