დაუჩინარებული 43 სტუდენტი და ცრემლსადენი გაზი დემონსტრანტებისთვის - არეულობა მეხიკოში

დაუჩინარებული 43 სტუდენტი და ცრემლსადენი გაზი დემონსტრანტებისთვის - არეულობა მეხიკოში

მექსიკის დედაქალაქში შეკრებილი ათასობით დემონსტრანტი პოლიციამ ცრემლსადენი გაზის გამოყენებით დაშალა."ევრონიუსის" ინფორმაციით, მეხიკოს ცენტრში შეკრებილი მომიტინგეები 26 სექტემბერს გატაცებული სტუდენტების მოძებნასა და დამნაშავეების დასჯას მოითხოვდნენ. ადგილობრივი პოლიციის განცხადებით, სამართალდამცავებმა ცრემლსადენი გაზი მას შემდეგ გამოიყენეს, რაც მომიტინგეებსა და პოლიციელებს შორის შეტაკება მოხდა.

26 სექტემბერს მექსიკის ქალაქ იგუალაში, ერთ-ერთი დემონსტრაციის შემდეგ 43 სტუდენტი გაუჩინარდა. თვითმხილველთა განცხადებით, ისინი პოლიციის მანქანებით წაიყვანეს.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა