აშშ უკრაინას 23 მილიონ დოლარს გამოუყოფს

აშშ უკრაინას 23 მილიონ დოლარს გამოუყოფს

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯოზეფ ბაიდენმა უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს ქვეყანაში რეფორმების გატარებისკენ მოუწოდა. ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა კიევში, უკრაინის პრეზიდენტთან გამართული ერთობლივი პრესკონფერენციისას განაცხადა."ვიდრე პრეზიდენტი ხართ და თქვენს კოლეგებს სჯერათ თქვენი ვალდებულებების, არ იქნებით მარტო. ამერიკის შეერთებული შტატები თქვენს გვერდით იდგება. იქნება თქვენი პარტნიორი და მეგობარი", - განაცხადა ბაიდენმა.

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა უკრაინის პრეზიდენტს ასევე მოუწოდა, რაც შეიძლება მალე მოხდეს ახალი მთავრობის ფორმირება და ძლიერი, დემოკრატიული ინსტიტუტების შექმნა. "გარწმუნებთ, რომ თუ უკრაინა გააგრძელებს აღებული კურსით სვლას, საერთაშორისო პარტნიორები, დაწყებული აშშ-დან, მას დახმარებას გავუწევთ. ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ საერთაშორისო ინსტიტუტებთან, რათა უზრუნველვყოთ, რომ უკრაინას ჰქონდეს საჭირო ფინანსური რესურსები და აუცილებელი მხარდაჭერა", - განაცხადა ჯოზეფ ბაიდენმა. თეთრი სახლის ინფორმაციით, კიევში ვიზიტისას ჯოზეფ ბაიდენმა ასევე განაცხადა, რომ აშშ-ი უკრაინას დახმარების სახით 23 მილიონ დოლარს გამოუყოფს, საიდანაც 20 მილიონი დოლარი სამართალდამცავი და სასამართლო სფეროების რეფორმებას მოხმარდება. უკრაინიდან აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი თურქეთში გაემგზავრა, სადაც თურქეთის პრეზიდენტს რეჯეფ ტაიპ ერდოღანს შეხვდება.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა