ექვსმა ქართველმა პატიმარმა ათენში ბუნტი მოაწყო

ექვსმა ქართველმა პატიმარმა ათენში ბუნტი მოაწყო

ათენში, კორიდალოს ციხეში მყოფმა ქართველმა პატიმრებმა ბუნტი მოაწყეს. ბერძნული გამოცემა GreeceReporter-ის ინფორმაციით, ექვსი ქართველი პატიმარი ციხიდან გაქცევას შეეცადა.

ადგილობრივი პოლიციის განცხადებით, გუშინ დილით ერთ-ერთი ქართველი პატიმრის ბებია შვილიშვილისთვის დიდი ოდენობით ნარკოტიკების გადაცემას შეეცადა.

არსებული ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც ციხის ბადრაგმა ნარკოტიკების გადაცემის ფაქტი აღკვეთა, ციხის კლინიკაში მყოფმა ქართველმა პატიმრებმა ხმაური ატეხეს, მათ შეუერთდა ათენის ციხეში მყოფი 25 ქართველი პატიმარი. ბუნტის შედეგად სამი ბადრაგი დაშავდა.

ბერძნული გამოცემის ცნობით, პატიმრებმა კონტროლი დაამყარეს ციხის კლინიკაში და ციხეში არსებული პირობები გააპროტესტეს.

ციხეში ატეხილი ბუნტი მხოლოდ მას შემდეგ ჩაწყნარდა, რაც ციხის ბადრაგის დასახმარებლად კორიდალოს ციხეში სპეცდანიშნულების რაზმი და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის რაზმი მივიდნენ.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა