მადაგასკარზე ჭირის ეპიდემია გავრცელდა

მადაგასკარზე ჭირის ეპიდემია გავრცელდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, მადაგასკარზე ჭირის ეპიდემია გავრცელდა. ინფორმაციას ამის შესახებ "ბიბისი" ავრცელებს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, აგვისტოდან მოყოლებული მაგადასკარზე ეპიდემიის შედეგად 40 ადამიანი დაიღუპა, 80 კი დაინფიცირდა."არსებობს ეპიდემიის გავრცელების სწრაფი რისკი, რაც ქალაქის მჭიდრო დასახლებას და ჯანდაცვის სუსტ სისტემას უკავშირდება", - ნათქვამია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის განცხადებაში. ჭირი - ბაქტერიული დაავადებაა, რომელიც თავდაპირველად მღრღნელებზე ვრცელდება. ცხოველიდან ცხოველზე კი ეპიდემია რწყილის საშუალებით გადადის. ადამიანი რწყილის კბენის შედეგად შავი ჭირით ინფიცირდება. არსებული ინფორმაციით, შავი ჭირის განკურნება შესაძლებელია მისი ადრეულ ეტაპზე დიაგნოსტირების შედეგად.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა