უკრაინის თავდაცვის მინისტრის თქმით, რუსეთს უკრაინაში 7 500 სამხედრო ჰყავს

უკრაინის თავდაცვის მინისტრის თქმით, რუსეთს უკრაინაში 7 500 სამხედრო ჰყავს

რუსეთს აღმოსავლეთ უკრაინაში 7 500 სამხედრო ჰყავს. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა სტეპან პოლტორაკმა განაცხადა."სამწუხაროდ, აღმოსავლეთ უკრაინაში ვითარების სტაბილიზაცია მხოლოდ ჩვენზე არ არის დამოკიდებული. უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის შეიარაღებული ძალების 7 500 სამხედროს ყოფნა დესტაბილიზაციას იწვევს და ხელს გვიშლის ვითარების სტაბილიზაციაში", - აღნიშნა სტეპან პოლტოროკმა. გუშინ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ რუსეთიდან აღმოსავლეთ უკრაინის მიმართულებით ტანკები, სატვირთო მანქანები, არტილერია და ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემები გადაადგილდებიან.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა