ხარკოვი-როსტოვის საავტომობილო მონაკვეთზე კომენდანტის საათი ამოქმედდა

ხარკოვი-როსტოვის საავტომობილო მონაკვეთზე კომენდანტის საათი ამოქმედდა

ხარკოვი-როსტოვის საავტომობილო გზის მონაკვეთზე კომენდანტის საათი ამოქმედდა. უკრაინული მედიის ცნობით, შეზღუდვები იმოქმედებს იუზიუმიდან დებალცევოს მონაკვეთზე. თუმცა, ამ დროისთვის უცნობია, როდემდე გასტანს კომენდანტის საათი. არაოფიციალური ინფორმაციით, ავტომობილების გადაადგილების დროებითი აკრძალვის მიზეზი დივერსიული ჯგუფების წინააღმდეგ ბრძოლაა, რომელთაც ბოლო პერიოდში აღნიშნულ რაიონში მოქმედებები გააქტიურეს.

გასულ კვირას ხარკოვის ცენტრში რამდენიმე აფეთქება მოხდა. უკრაინული მედიის ცნობით, აფეთქებების შედეგად არავინ დაშავებულა.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა