ბარაქ ობამა - ჰილარი კლინტონი დიდებული პრეზიდენტი იქნებოდა

ბარაქ ობამა - ჰილარი კლინტონი დიდებული პრეზიდენტი იქნებოდა

აშშ-ის პრეზიდენტის, ბარაქ ობამას განცხადებით, ჰილარი კლინტონი დიდებული პრეზიდენტი იქნებოდა, თუ 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას გადაწყვეტს. როგორც ბარაქ ობამამ ტელეკომპანია ABC-სთან საუბრისას აღნიშნა, ჰილარი კლინტონი მისი მეგობარია, თუმცა ქალბატონი კლინტონი ბევრ საკითხში არ ეთანხმება მას. ობამას განცხადებით, აშშ-ის ღირსეული პრეზიდენტობა "დემოკრატების" ბევრ კანდიდატს შეუძლია, თუმცა მან მხოლოდ ჰილარი კლინტონი გამოყო. 2008 წელს, "დემოკრატების" საპრეზიდენტო კანდიდატის არჩევისას ჰილარი კლინტონი ბარაქ ობამასთან დამარცხდა. 67 წლის ჰილარი კლინტონი 2015 წლის დასაწყისში განაცხადებს, მიიღებს თუ არა მონაწილეობას საპრეზიდენტო არჩევნებში. აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები 2016 წელს გაიმართება.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა