ავღანეთში ფრენბურთის მატჩის დაწყებამდე მომხდარი აფეთქებისას 45 ადამიანი დაიღუპა

ავღანეთში ფრენბურთის მატჩის დაწყებამდე მომხდარი აფეთქებისას 45 ადამიანი დაიღუპა

სულ მცირე 45 ადამიანი დაიღუპა ავღანეთში ფრენბურთის მატჩის დაწყებამდე მომხდარი აფეთქების შედეგად. "ბიბისის" ცნობით, აფეთქება ავღანეთის აღმოსავლეთით , პაკტიკას პროვინციაში მოხდა. პაკტიკას პროვინციის ხელისუფლების განცხადებით, თვითმკვლელი ტერორისტის მიერ განხორციელებული აფეთქების შედეგად 60-მდე ადამიანი დაშავდა.

პაკტიკას გუბერნატორის პრესსპიკერის ცნობით, აფეთქება იმ დროს მოხდა, როდესაც მოსახლეობა ფრენბურთის მატჩზე დასასწრებად ემზადებოდა. დაშავებულთა და გარდაცვლილთა უმრავლესობა მშვიდობიანი მოქალაქეები იყვნენ. ჯერჯერობით მომხდარზე პასუხისმგებლობა არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა