საფრანგეთს რუსეთისთვის 3 მლრდ ევროს გადახდა მოუწევს

საფრანგეთს რუსეთისთვის 3 მლრდ ევროს გადახდა მოუწევს

საფრანგეთს 3 მილიარდი ევროს გადახდა მოუწევს რუსეთისთვის, თუ "მისტრალის" გადაცემაზე საბოლოოდ უარს იტყვის. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს."ინტერფაქსის" ცნობით, თუ საფრანგეთი რუსეთისთვის "მისტრალის" გადაცემაზე საერთოდ უარს იტყვის, რუსულ მხარეს ასევე აქვს უფლება მოითხოვს კომპენსაცია - 800 მილიონი ევრო თითოეული ხომალდის სანაცვლოდ. გუშინ საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა განაცხადა, რომ უწინდებურად ვერ ხედავს რუსეთისთვის "მისტრალის" გადაცემის პირობებს."საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში შექმნილი ვითარება ქვეყანას საშუალებას არ აძლევს, რუსეთს პირველი "მისტრალი" გადასცეს", - ნათქვამი იყო განცხადებაში. რუსეთისთვის "მისტრალის" ტიპის ხომალდი "ვლადივასტოკი" ფრანგულ მხარეს 14 ნოემბერს უნდა გადაეცა, თუმცა გადაცემის ცერემონია ჩაიშალა.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა