ნანი ბრეგვაძის "დრო სამყოფელი..."

ნანი ბრეგვაძის "დრო სამყოფელი..."

2015 წლის 4 იანვარს ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში დაგეგმილია ნანი ბრეგვაძის სოლო კონცერტი, რომელსაც ლეგენდარული მომღერალი უძღვნის უწმინდესსა და უნეტარესს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს. 4 იანვარს მისი უწმიდესობა 82 წლის შესრულდება.

წარმოდგენის კონცეფცია აგებული იქნება დროის კონტრასტზე, ერთმანეთს შეცვლიან მე-20 და 21-ე საუკუნის სურათები. ნანი ბრეგვაძის ცხოვრების სხვადასხვა ეტაპს ეკა მამალაძე და ნატალია ქუთათელაძე გააცოცხლებენ სცენაზე. საღამოში მონაწილეობას მიიღებენ: გიორგი ცაგარელი (ალტი), საქართველოს სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრი, დირიჟორი: ნიკოლოზ რაჭველი.

კონცეფციის და ორიგინალური ვერსიების ავტორი, მუსიკალური ხელმძღვანელი ნიკოლოზ რაჭველია, დამდგმელი რეჟისორი - დავით დოიაშვილი, მუსიკალური პროდუსერი - მარინა ბერიძე, სცენარის ავტორი - თეო ჯორბენაძე, სცენოგრაფია -გოგიკო საყვარელიძე, მხატვარი - ვანო ჭელიძე, ხოლო გენერალური პროდუსერი დავით ოქიტაშვილია.

ღონისძიება ტარდება საქართველოს კულტურის პალატის ინიციატივითა და ორგანიზებით, პროექტის მხარდამჭერები არიან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ქალაქ თბილისის მერია.

ნათია გედენიძე

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება