ესტონეთის პირველმა ლედიმ "სკანდალურ კოცნაზე" პირველი კომენტარი გააკეთა

ესტონეთის პირველმა ლედიმ "სკანდალურ კოცნაზე" პირველი კომენტარი გააკეთა

ესტონეტის პირველი ლედი ადგილობრივი ტელევიზიის ეთერში პირად ცხოვრებაზე და "ზაფხულის" სკანდალზე პირველად ალაპარაკდა. ეველინი გადაცემაში კულინარიულ რეცეპტებზე საუბრობდა, თუმცა  იძულებლი გახდა უხერხულ კითხაზეც გაეცა პასუხი. კითხვა მის სკანდალურ ფოტოს უკავშირდებოდა, რომელიც ზაფხულში ჟურნალმა Kroonika  გარეკანზე განათავსა. ის ახალგაზრდა მამაკაცთან კოცნის დროს დააფიქსირეს.

პირველმა ლედიმ მცირე დუმილის შემდეგ აკანკალებული ხმით კითხვას  უპასუხა: "ცხოვრება გრძელდება, არ ვიცი... ახლა ამაზე კომენტარის გაკეთება არ შემიძლია. კონცენტრირებას ვახდენ იმაზე, რაც ვიცი და რისი გაკეთებაც შემიძლია, მაგალითად, ერთ-ერთია პური..."

რამდენიმე თვის წინ, ესტონეთის პრეზიდენტის მეუღლე, პაპარაცებმა ახალგაზრდა მამაკაცთან მხურვალე კოცნის დროს გამოიჭირეს. ფოტომასალა ადგილობრივმა ინტერნეტ-საიტებმაც გამოაქვეყნეს. "ესტონეთის პირველ ლედის აგვისტოს ერთ ცხელ საღამოს საკუთარი სტატუსიც დაავიწყდა, მეუღლეც და თანამგზავრს, რომელსაც მთელი ღამის განმავლობაში ეცეკვებოდა, მხურვალედ აკოცა", - წერდა გამოცემა.

იმ დროისთვის ესტონეთის პრეზიდენტი ტომას ჰენდრიკ ილვესი ესტონეთში იმყოფებოდა. ეველინ ილვესის და პრეზიდენტის კანცელარიას  პიკანტურ შემთხვევასთან დაკავშირებით კომენტარი დღემდე არ გაუკეთებია.

ესტონეთის პირველმა ლედიმ, ეველინ ილვესმა, თავისი მეუღლე, ჯერ კიდევ ამ უკანასკნელის საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში გაიცნო. საპრეზიდენტო არჩევნების დროს ეველინა თავისი რჩეულის პიარზე ზრუნავდა და თომასის გაპრეზიდენტების შემდეგ ისინი დაქორწინდნენ. ესტონელები თავიანთ პირველ ლედის გემოვნებას და ზედმეტ წონას უწუნებენ. ეველინ ილვესი ნაკლებად ერევა პოლიტიკაში და დიდ დროს უთმობს საოჯახო საქმეებს.

მომზადებულია vesti.lv -ის მიხედვით

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა