პუტინი - რუსეთი არავის ემუქრება და სხვის გეოპოლიტიკურ ინტრიგებში არ ჩაერევა

პუტინი - რუსეთი არავის ემუქრება და სხვის გეოპოლიტიკურ ინტრიგებში არ ჩაერევა

რუსეთი არავის ემუქრება და არ ჩაერევა გეოპოლიტიკურ ინტრიგებში, როგორც არც უნდა ეცადონ ამ კონფლიქტებში რუსეთის ჩართვას. "იტარ-ტასის" ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა."ჩვენ არავის ვემუქრებით და არ ვაპირებთ ჩავერიოთ რაღაც პოლიტიკურ თამაშებსა და ინტრიგებში, მით უმეტეს კონფლიქტებში, როგორც არ უნდა ეცადონ ჩვენს ჩათრევას", - განაცხადა პუტინმა შეიარაღებული ძალების განვითარების საკითხისადმი მიძღვნილ თათბირზე საუბრისას.

პუტინმა რუსეთისა და მისი მოკავშირეების სუვერენიტეტისა და მთლიანობის საიმედო დაცვის უზრუნველყოფის შესახებაც განაცხადა. "განსაკუთრებულ ყურადრებას ვაქცევ კომპლექსური მიდგომის აუცილებლობას და სახელმწიფო ხელისუფლების ყველა ორგანოს გაერთიანებას ქვეყნის თავდაცვის სფეროში ამოცანების გადაწყვეტისას", - აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა