პამელა ანდერსონი პოლიტიკაში მიდის

პამელა ანდერსონი პოლიტიკაში მიდის

ჰოლივუდის მსახიობმა პამელა ანდერსონმა გადაწყვიტა თავი ახალ სფეროში გამოსცადოს. ამერიკელი მსახიობის ახლო მეგობარი აცხადებს, რომ ანდერსონმა გადაწყვიტა, თავი ქველმოქმედებას და პოლიტიკურ აქტივობას მიუძღვნას მას შემდეგ, რაც გასულ თვეს მისი ძაღლი ჯო გარდაიცვალა.

”ისინი უკვე მრავალი წელია დაკავებული არიან ცხოველთა უფლებების დაცვით, მაგრამ ჯოს სიკვდილის შემდეგ, პამელამ გადაწყვიტა, რომ დარჩენილი ცხოვრება ქველმოქმედებასა და პოლიტიკურ აქტივობას მიუძღვნას”, - განაცხადა მსახიობის მეგობარმა.

შეგახსენებთ, რომ 2014 წლის ივლისში პამელა ანდერსონი თავის ქმარს, რიკ სოლომონს დაშორდა.

მომზადებულია like.lb.ua-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება