2014 წლის გახმაურებული რომანები, განშორებები და ახალშობილები (+ ფოტოგალერეა)

2014 წლის გახმაურებული რომანები, განშორებები და ახალშობილები (+ ფოტოგალერეა)

2014 წლის მიწურულს გადავხედოთ, რა ხდებოდა ცნობილი წყვილების ურთიერთობებში. ვინ ვის დაშორდა, ვინ შეუღლდა, ვის ეყოლა შვილი და რა მოხდა მნიშვნელოვანი პოპულარული წყვილების ცხოვრებაში.

მაილი საირუსი და პატრიკ შვარცნეგერი

მაილი არნოლდ შვარცნეგერის ვაჟს, პატრიკს ნოემბრის დასაწყისიდან ხვდება, ისინი ბედნიერები ჩანან. რამდენიმე დღის წინ საირუსი 22 წლის გახდა.

ბლეიკ ლაივლი და რაიან რეინოლდსი

რეინოლდსმა და ლაივლიმ ოქტომბერში გამოაცხადეს, რომ პირველ ბავშვს ელოდებოდნენ. წყვილი 2012 წელს შეუღლდა.

მილა კუნისი და ეშტონ კატჩერი

ეშტონს და მილას სექტემბერში გოგონა ეყოლათ.

რაიან გოსლინგი და ევა მენდესი

რაიანს და ევას შვილი, ესმერალდა ამადა სექტემბერში ეყოლათ. 40 წლის მენდესმა განმარტა, რატომ აარჩია ეს სახელი: ”მეც და რაიანსაც ძალიან გვიყვარს ესმერალდა ჰიუგოს ”პარიზის ღვთისმშობლის ტაძრიდან” და ვფიქრობთ, რომ ლამაზი სახელია. ამადა ჩემი ბებიის სახელი იყო, ესპანურად საყვარელს ნიშნავს”.

ჯორჯ ქლუნი და ამალ ალამუდინი

წელს აღსრულდა ის, რასაც არავინ ელოდა: ჯორჯ ქლუნიმ, როგორც იქნა, ცოლი მოიყვანა.

კრის მარტინი და ჯენიფერ ლოურენსი

ცოლს ახლახან დაშორებული კრის მარტინის და პოპულარული მსახიობის, ჯენიფერ ლოურენსის ერთად ყოფნის შესახებ ხმები აგვისტოში გავრცელდა, როდესაც წყვილი ლოურენსის დაბადების დღეზე შენიშნეს. მას შემდეგ ისიც თქვეს, რომ წყვილი ერთად აღარაა, მაგრამ შესაძლოა, ისინი ურთიერთობას ასაიდუმლოებენ. 

ანჯელინა ჯოლი და ბრედ პიტი

თითქმის ათწლიანი თანაცხოვრების და ექვსი შვილის შემდეგ, პიტი და ჯოლი ოფიციალურად აგვისტოში დაქორწინდნენ.

მელანი გრიფიტი და ანტონიო ბანდერასი

18-წლიანი ქორწინების შემდეგ, ბანდერასის და გრიფიტის დაშორება მოულოდნელი შოკი იყო.

კიმ კადაშიანი და კანი უესტი

კარდაშიანი და უესტი ფლორენციაში მაისში შეუღლდნენ. მათ ერთი წლის შვილი, ნორსი ყავთ.

ბიონსე და ჯეი ზი

ბიონსეს და ჯეი ზის ირგვლივ 2014 წელს მრავალი ჭორი დადიოდა, რომ წყვილი ერთმანეთს შორდებოდა. საბოლოოდ, ჭორები ჭორებად დარჩა.

გვინეტ პელტროუ და კრის მარტინი

პელტროუ და მარტინი 10-წლიანი ქორწინების შემდეგ მარტში დაშორდნენ ერთმანეთს. წყვილი აგრძელებს მეგობრულ ურთიერთობას, რაც ბადებს ჭორებს, რომ ადრე თუ გვიან კვლავ შერიგდებიან.

კარა დელევინი და მიშელ როდრიგესი

თებერვალში როდრიგესმა და დელევინმა საკუთარი ურთიერთობა საჯაროდ დაადასტურეს, თუმცა ივნისში მათ შორის ყველაფერი დასრულდა.

შონ პენი და შარლიზ ტერონი

წყვილმა საკუთარი ურთიერთობის შესახებ პირველად იანვარში ისაუბრა. მას შემდეგ ვრცელდება ხმები, რომ საიდუმლოდ იქორწინეს კიდეც.

ჯონი დეპი და ემბერ ჰერდი

წელიწადნახევრიანი ურთიერთობის შემდეგ, ჯონი დეპმა ემბერ ჰერდს ცოლობა სთხოვა.

იხილეთ ფოტოგალერეა მომზადებულია msn.com-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება