ალექსანდრე ლუკაშენკო - შთაბეჭდილება მრჩება, რომ ბელორუსის მაგალითზე ვიღაცისთვის ჭკუის სწავლება უნდათ

ალექსანდრე ლუკაშენკო - შთაბეჭდილება მრჩება, რომ ბელორუსის მაგალითზე ვიღაცისთვის ჭკუის სწავლება უნდათ

ბელორუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადებით, თუ რუსეთი ბელორუსულ პროდუქციაზე აკრძალვას არ გააუქმებს , ბელორუსის მხრიდან ამას რეაგირება მოჰყვება."თუ უახლოეს ხანებში რუსეთსა და ბელორუსს შორის სავაჭრო საკითხების ნორმალიზება არ მოხდება, იძულებული ვიქნებით, რეაგირება მოვახდინოთ. ეს რა საქციელია!", - განაცხადა ალექსანდრე ლუკაშენკომ ადგილობრივ სააგენტოსთან ინტერვიუში. ალექსანდრე ლუკაშენკომ აღნიშნა, რომ რუსეთს, ბელორუსსა და ყაზახეთს შორის თანასწორობა დარღვეულია. მისი თქმით, განსხვავებით ბელორუსისგან, როდესაც პრობლემები ჩნდება ყაზახეთთან დაკავშირებით, ის მაშინვე გვარდება, ერთი ზარის მეშვეობით.

"ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ბელორუსის მაგალითზე ვიღაცისთვის ჭკუის სწავლება უნდათ. მაგრამ, ჩვენ ძაღლები არ ვართ, ყელზე გამობმული რომ გვატარონ", - აღნიშნა ალექსანდრე ლუკაშენკომ. რუსულ მედიაში გუშინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რუსეთში ბელორუსული ხორცის შეტანაზე აკრძალვა დაწესდა.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა