ინგლისის პრემიერმა სამიგრაციო პოლიტიკის გამკაცრების შესახებ განაცხადა

ინგლისის პრემიერმა სამიგრაციო პოლიტიკის გამკაცრების შესახებ განაცხადა

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა სამიგრაციო პოლიტიკის გამკაცრების შესახებ განაცხადა. "ბი-ბი-სის" ინფორმაციით, გამკაცრებული ზომების მიხედვით, ევროკავშირიდან შრომით მიგრანტებს ოთხი წლის განმავლობაში არ ექნებათ საშუალება მოითხოვონ მთელი რიგი შეღავათები, მათ შორის საგადასახადო დაქვითვაზე, ბავშვის დახმარებაზე და სოციალურ საცხოვრისზე. გარდა ამისა, პრემიერის თქმით, მიგრანტებმა დიდ ბრიტანეთში სამუშაოსთან დაკავშირებით, ოფიციალური შეთავაზება მანამდე უნდა მიიღონ, ვიდრე ქვეყანაში შევლენ. ის უცხოელები კი, რომლებიც ბრიტანეთში უკვე იმყოფებიან, დეპორტირებულები იქნებიან, თუ ნახევარი წლის განმავლობაში სამსახურს ვერ იშოვნიან.

ქემერონმა ასევე აღნიშნა, რომ დიდი ბრიტანეთი მიგრანტების წინაშე ბევრით არის დავალებული, მაგრამ მიგრაცია სამართლიან კონტროლს უნდა დაექვემდებაროს.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა