ალექსეი პუშკოვი პოროშენკოს მიხეილ სააკაშვილის პრემიერად დანიშვნას სთავაზობს

ალექსეი პუშკოვი პოროშენკოს მიხეილ სააკაშვილის პრემიერად დანიშვნას სთავაზობს

რუსეთის დუმის დეპუტატი ალექსეი პუშკოვი უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს სთავაზობს, ქვეყნის პრემიერ-მინისტრად საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დანიშნოს. ამის შესახებ რუსმა დეპუტატმა "ტვიტერზე" დაწერა."სიახლე პოროშენკოსგან! უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრობაზე პრეტენზიას აცხადებს სააკაშვილის თანამებრძოლი. და რატომ არ შეიძლება პრემიერად სააკაშვილის დანიშვნა?",- წერს პუშკოვი.

ორი დღის წინ გავრცელა უკრაინული სააგენტო "ლიგა.ნეტ"-ის ინფორმაცია, რომ უკრაინის შს მინისტრის პირველ მოადგილედ საქართველოს შს მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილის ეკატერინე ზღულაძის კანდიდატურა განიხილება; სააკაშვილის მთავრობის იუსტიციის მინისტრ ზურაბ ადეიშვილს კი უკრაინის ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელობა შესთავაზეს.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა