''უკაცრავად, მაგრამ ეროტიკულ სცენებში მხოლოდ ქალებთან ერთად ვთამაშობ!..''

''უკაცრავად, მაგრამ ეროტიკულ სცენებში მხოლოდ ქალებთან ერთად ვთამაშობ!..''

დათო ქაცარავას პოპულარობა არ აკლია. ეს მაშინაც ვიგრძენით, როდესაც ერთ-ერთ კაფეში შესულებს, დათოს დანახვისას, ძალიან კარგად შეგვხვდნენ და გემრიელად გაგვიმასპინძლდნენ. თავად მიიჩნევს, რომ ''ვარსკვლავური დაავადება'' არ შეჰყრია და ჩვეულებრივად საქმიანობს. მართალია, მეზობელ ქვეყნებში ფილმებში თამაშისას სამჯერ მეტს უხდიან, ვიდრე საქართველოში, მაგრამ ამბობს, რომ ამ საქმით ფულის გამო არ დაინტერესებულა.

- როდის იგრძენი პირველად პოპულარობის გემო?

- ალბათ, უფრო იმ დროიდან მოყოლებული, როდესაც რამდენიმე წლის წინ ფილმებში დავიწყე გადაღება, თუმცა მანამდეც ვჩნდებოდი რეკლამებში, სადიპლომო ნამუშევარშიც ვითამაშე. ამასთან, ჯომარდის პოპულარიზებაშიც აქტიურად ვიყავი ჩართული. ეს ყველაფერი იყო იმის წინაპირობა, რომ 2010 წლიდან ფართო ეკრანებზე გამოვჩნდი (იღიმის). სიმართლე რომ ვთქვა, პოპულარობაზე საუბარი მეუხერხულება. ეს ჩემი მიზანი არასდროს ყოფილა, ვაკეთებდი იმას, რაც მიყვარდა, ჩემი ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე კი გართობამ და სიამოვნებამაც შედეგი მოიტანა, რასაც პოპულარობას უწოდებენ. დღეს შეიძლება იყო პოპულარული, ხვალ - არა, ამიტომ ვცდილობ, ამას დიდი მნიშვნელობა არ მივანიჭო. თუკი პოპულარული აღარ ვიქნები, ამას არ გადავყვები და ჩვეულებრივად გავაგრძელებ საქმიანობას. იმედი მაქვს, არ მჭირს ვარსკვლავური დაავადება და არც არასდროს დამე-მართება. გინდა, ბრედ პიტი იყო და გინდა, ანჯელინა ჯოლი, ''ვარსკვლავური'' არ უნდა შეგეყაროს. ჩემთვის არ არსებობს დაბალი და მაღალი რანგის ადამიანი, მეეზოვესა და პრემიერ-მინისტრს ერთნაირად მივესალმები.

- თავში არასდროს აგვარდნია?

- გარკვეულწილად მოქმედებს და გსიამოვნებს, როცა ადამიანები გცნობენ, გაიხსენებენ დასამახსოვრებელ როლს თუ გადაცემას, ბევრჯერ გადაუხდიათ მადლობა ჩემი რომელიმე გამონათქვამისთვის, ეს სტიმულს მაძლევს და დადე-ბითად მმუხტავს. ეს ბუნებრივიცაა, თუმცა თავი სამყაროს ცენტრად არ უნდა იგრძნო. პოპულარობამ ადამიანი არ უნდა შეგცვალოს მიუხედავად იმისა, რა სარგებლობას მიიღებ ამისგან.

- რა მოიტანა შენ შემთხვევაში კარგი და ცუდი?

- ვფიქრობ, ძირითადად, დადებითად პოპულარული ვარ. ეს ძალიან მახარებს, მაგრამ ამას ყოველთვის დაჰყვება შეგრძნება, რომ დიდი ყურადღების ცენტრში ხარ. თუკი რაიმე შეგეშლება, რაც ადამიანური მომენტია, ხალხი უფრო მეტად დააკვირდება, ამიტომაც შედარებით დაძაბული ხარ. პოზიტიური ის გახლავთ, რომ ბევრი ახალი ადამიანი გავიცანი, რადგან ხალხთან ურთიერთობა მიყვარს და ეს ჩემთვის უდიდესი სიამოვნებაა. საქმეზე რომ მიდიხარ, გცნობენ და ამ დროს უფრო სხვანაირად გიდგებიან. ხანდახან ისეც ხდება, რომ ზომაზე მეტად გაკვირდებიან, მაგრამ ეს დიდი პრობლემა არ არის (იღიმის).

- დადებითი პოპულარობა ახსენე და როგორ ფიქრობ, ვინ არის საქართველოში უარყოფითად პოპულარული?

- სახელებისა და გვარების ჩამოთვლისგან თავს შევიკავებ. მარტივად ვიტყვი, რომ პოლიტიკოსების დიდი ნაწილი, ჩემი აზრით, უარყოფითად პოპულარულია. ისინი იმ სფეროში არიან ჩართულები, სადაც ძალიან დიდი ნეგატივი ტრიალებს.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება