როგორია თინა კანდელაკის ახალი სახლი

როგორია თინა კანდელაკის ახალი სახლი

რუსული მედიის ვარსკვლავმა თინა კანდელაკმა თაყვანისმცემლებს სოციალურ ქსელში ახალი აგარაკის შეძენის ამბავი აუწყა. ტელეწამყვანი თავის პოსტში დეტალურად განიხილავს, რომელ სართულზე რა უნდა განთავსდეს და ვისი ოთახი რომელ სართულზე უნდა იყოს.

"პირველ სართულზე, ცენტრში იქნება დიდი სასტუმრო ოთახი უზარმაზარი სასადილო მაგიდით. ძალიან მიყვარს სტუმრები და მათთან ერთად მინდა მივუჯდე ამ მაგიდას. მარჯვნივ სამზარეულო და საკუჭნაო იქნება, სადაც კერძები მომზადდება. გვერდით დიდი ოთახი პანორამული ხელით ფანჯრიდან. ეს ჩემი ოცნებაა - ვიბოდიალო სამზარეულოში ყავის ფინჯნით ხელში და ჩუმად ვიყურო ამ სანახაობას. პირველ სართუოლზე მხოლოდ სამზარეულო, სასადილო, სასტუმრო ოთახი და დედის საძინებელი - მორჩა, მეტი არაფერი.

მეორე სართულზე ჩემი და ბავშვების საძინებლები იქნება. ჩემს ოთახში აუცილებლად უზარმაზარ გარდერობს დავდგამთ, ცალკე ოთახი მექნება სარეცხისთვის", - წერს კანდელაკი.

ტელეწამყვანი კიდევ ერთ საიდუმლოს ამხელს - მისი სახლი თურმე "გონიერ დასახლებაში" დგას, სადაც ყველა ბინას "დისპეჩერი" ემსახურება.

"ყველა პრობლემა დისპეჩერმა უნდა გადამიჭრას. მეტი საქმე არ მაქვს მთელ სახლში ვეძებო პულტები და მიკროკლიმატის, ან სხვა მოწყობილობების მართვას შევუდგე. ამ ყველაფერს დისპეჩერი აგვარებს. გონიერი სახლი დაკავშირებულია ცენტრალურ სადისპეჩეროსთან, სადაც თავისთავად შედის სიგნალი, როცა რაიმე მოწყობილობის მუშაობაში შეფერხებაა. დისპეჩერები სათადარიგო შემოსასვლელით შემოდიან სახლში და უჩუმრად აგვარებენ პრობლემას, ისე, რომ შენ ვერც ამჩნევ. აი ეს არის გონიერი სახლი, რომელიც გონიერ დასახლებაშია ინტეგრირებული", - წერს ტელეწამყვანი.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება