მარი ლე პენი - ევროკავშირის წევრობა საფრანგეთს აზიანებს

მარი ლე პენი - ევროკავშირის წევრობა საფრანგეთს აზიანებს

საფრანგეთის "ეროვნული ფრონტის" ლიდერის, მარი ლე პენის განცხადებით, ევროკავშირის წევრობა საფრანგეთს აზიანებს. ევროკავშირის მწვავე კრიტიკით მარი ლე პენი ლიონში, საკუთარი პარტიის ყრილობაზე გამოვიდა. ამასთან, მარი ლე პენმა სოციალურ ქსელ ტწიტტერ-ში საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ "ევროკავშირი იქცა სასტუმროდ, რომელსაც ფართოდ აქვს კარი გაღებული მსოფლიო სიღარიბისა და მასობრივი იმიგრაციისთვის".

"საფრანგეთი საკუთარ სულს კარგავს, ეტაპობრივად იქცევა ჩვეულებრივ ტერიტორიად, სხვისი მმართველობის ხელში", - აცხადებს მარი ლე პენი. უფრო ადრე მარი ლე პენმა განაცხადა, რომ 2017 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მისი პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, საფრანგეთის ევროკავშირიდან გასვლის თაობაზე რეფერენდუმს ჩაატარებს.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა