ავსტრიაში წარმატებული ქართველი ფოტოგრაფი - ''ბოდიარტის მიმართულებით ვმუშაობ...''

ავსტრიაში წარმატებული ქართველი ფოტოგრაფი - ''ბოდიარტის მიმართულებით ვმუშაობ...''

ივა ჯანეზაშვილი ორი წლის წინ საქართველოდან ავსტრიაში წავიდა. თავდაპირველი მიზანი სწავლის გაგრძელება იყო, მაგრამ მოახერხა და საყვარელ საქმეში- ფოტოგრაფიაში, წარმატებას მიაღწია. როგორ ცხოვრობს ქართველი ფოტოგრაფი უცხო ქვეყანაში, ამის შესახებ თავად მოგვიყვება.

- გორის რაიონ სოფელ ქვახვრელში დავიბადე. სკოლის დამთავრების შემდეგ თბილისში წავედი და კომპიუტერის სისტემის ოპერატორობა შევისწავლე. მერე საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩავაბარე და ორი წლის შემდეგ სწავლა ავსტრიის ადრიატიკის უნივერსიტეტში გავაგრძელე.

- პირველი შეხება ფოტოგრაფიასთან...

- სულ ვიღებდი, რამდენადაც სასაცილოდ უნდა მოგეჩვენოთ, ბავშვობიდან ფრაგმენტები მახსენდება, როდესაც კამერის გარეშე ფოტოგადაღებებს ვაწყობდი. არ ვიცი, საიდან მქონდა გაფუჭებული კამერის ვიზირი (ობიექტის დასანახი საშუალება) და ჩემს წარმოდგენაში ბუნების კადრებს ავსახავდი.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება