ხატია ბრაჭულმა ნიკა მელიასგან კომპლიმენტი მიიღო

ხატია ბრაჭულმა ნიკა მელიასგან კომპლიმენტი მიიღო

სერიალ''ჩემი ცოლის დაქალებში'' ცოტა ხნის წინ ახალი გმირები- ბაქარი და თამუნა გამოჩნდნენ. მათი ხაზი იმდენად საინტერესოდ განვითარდა, რომ მგონი, მთავარი გმირების მიმართ ინტერესს გადააჭარბა. თამუნას როლს მსახიობი ხატია ბრაჭული განასახიერებს, დაკვირვებულ მაყურებელს ის სერიალებიდან და რეკლამებიდან ემახსოვრება, აი, ბაქარის, იმავე ბუბა მათნაძის შესახებ კი საზოგადოებამ თითქმის არაფერი იცის, ამიტომ საუბარი სწორედ მისი გაცნობით დავიწყეთ.

ბუბა:

- მე-11 კლასში ვარ. 6-7 წელია, საბავშვო თეატრ მეორე სახლის შემადგენლობაში ვარ, ვთამაშობ სპექტაკლებში. ძირითადად, სკოლისთვის დრო აღარ მრჩება, 106-ე საჯარო სკოლაში ვსწავლობ, დირექტორიდან დაწყებული მასწავლებლებით დამთავრებული, ყველა მეხმარება და დიდი მადლობა მათ ამისთვის. ხან გადაღებაზე მივრბივარ, ხან თეატრში, ახლობლებსაც ვერ ვნახულობ, თავისუფალი დრო თითქმის არ მაქვს, მაგრამ ეს მახარებს. ხელოვნებისკენ მიდრეკილება ბავშვობიდან მქონდა, დედაჩემი მოცეკვავე იყო, პაპაჩემი''რეროს'' წევრი გახლ-დათ, ხელოვნების სიყვარული გენებში მაქვს და მეც ამ გზას ვადგავარ. სერიალში ქალბატონ ეკა მჟავანაძისა და ჩემი რეჟისორის როლანდ ქარდავას დახმარებით მოვხვდი. რეჟისორმა ქალბატონი ეკა სპექტაკლზე დაპატიჟა, იქ მნახა და მაშინ დაინტერესდა ჩემით...

- ბაქარი ძალიან მორცხვი და თავდაჭერილია, რეალურად შენ როგორი ხარ?

- ბაქარისგან რადიკალურად განსხვავებული, სრულიად უკომპლექსო ვარ, ამასთანავე ჯიუტი და მიზანდასახული, რასაც შეიძლება, რომ მივაწვე, ვაწვები, რომ ბოლომდე გავიტანო.

- ხატია, იცოდი, ვინ იქნებოდა შენი პარტნიორი?

- ბაქარი სერიალში უკვე ჩანდა, მართლა საინტერესო გმირია და მგონია, რომ ჩვენი პერსონაჟები ერთმანეთს კარგად შეერწყნენ. თამუნა და მისი ისტორიები სახალისოცაა, იმავდროულად ტრაგიკულიცაა. რეალურ ცხოვრებაშიც არსებობენ ასეთი ადამიანები და თანავუგრძნობ მათ, რადგან გარკვეული მიზეზების გამო უწევთ ცხოვრების ამ გზაზე დადგომა. მოგეხსენებათ, ჩემმა გმირმა იმიტომ მიჰყო ამ საქმიანობას ხელი, რომ ძალიან უჭირს, არაა სულით ბოზი ადამიანი, ეს საქმე ახალი დაწყებული აქვს. არ ჰყავს მშობლები, არ აქვს სამ-სახური, განათლება, ძმა ჰყავს დაჭერილი და გამოსავალი მხოლოდ ამაში დაინახა, მარტივი გზით გადაწყვიტა პრობლემის მოგვარება. ეს თემა ჩვენი რეალობისთვის უცხო არ არის და ცოტა მტკივნეულიც კია ჩემთვის, ასეთი ადამიანები მეცოდებიან. თუმცა თამუნა ბაქარში პოულობს დასაყრდენს, ძალას, სიყვარულს, იმას, რაც აკლდა.

- ბაქარი კარგად ლაპარაკობს გურული კილოთი, ბუბა, გაქვს შეხება გურიასთან?

- არა, დასავლეთთან საერთოდ არანაირი შეხება არ მაქვს, კახელი ვარ. კილოც ჩემი გმირის შემადგენელი ნაწილია, როლზე მუშაობის პერიოდში გამომიმუშავდა, ესეც ძალიან უცებ მოხდა, ტექსტი მომცეს, დავფიქრდი და... დანარჩენს მაყურებელი ხედავს.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება