ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მესამე ბლოკზე ავარია მოხდა

ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მესამე ბლოკზე ავარია მოხდა

ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მესამე ბლოკზე ავარია მოხდა, თუმცა რადიაციის გაჟონვის საფრთხე არ არის. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ გუშინ გამართულ ბრიფინგზე უკრაინის ენერგეტიკის მინისტრმა ვლადიმერ დემჩიშინმა განაცხადა. "არავითარი საფრთხე არ არსებობს. ავარია ელექტროენერგიის გადამცემ სისტემაზე მოხდა. ეს არანაირად არ უკავშირდება თვითონ ელექტროენერგიის წარმოებას. იქ მოხდა მოკლე ჩართვა. ყველაფერი კეთდება, რომ ეს მონაკვეთი გარემონტდეს", - აღნიშნა ენერგეტიკის მინისტრმა. როგორც მან განმარტა, ექსპერტების შეფასებით, აღნიშნული ბლოკი აქტიურ მუშაობას ხუთშაბათს განაახლებს, მანამდე კი სატესტო რეჟიმში იმუშავებს.

"რეაქტორთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ არის და ამ ყველაფერს მასთან არავითარი კავშირი არ აქვს", - განაცხადა დემჩიშინმა. 28 ნოემბერს მესამე ენერგობლოკი სისტემიდან 5 დეკემბრამდე, სარემონტოდ გაითიშა. 2 დეკემბერს კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე მომხდარი ავარიის გამო, ოდესის ჩრდილოეთით მდებარე რაიონებში ელექტროენერგიის გათიშვა დაიწყო.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა