გროზნოში ჩატარებული სპეცოპერაციისას შვიდი "ბოევიკი" და სამი პოლიციელი დაიღუპა

გროზნოში ჩატარებული სპეცოპერაციისას შვიდი "ბოევიკი" და სამი პოლიციელი დაიღუპა

გროზნოს ცენტრში კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი ამოქმედდა. ამის შესახებ რუსეთის ეროვნული ანტიტერორისტული კომიტეტი იუწყება. რუსული მედიის ცნობით, გროზნოში სპეცოპერციის ადგილზე აღმოჩენილია შვიდი "ბოევიკის" ცხედარი.

"ოპერატიული ინფორმაცია მივიღეთ საეჭვო შეიარაღებული პირების მანქანის თაობაზე და საგზაო პოლიციის თანამშრომლებმა მანქანის გაჩერება სცადეს. მანქანაში მყოფებმა პოლიციას ცეცხლი გაუხსნეს. დაიღუპა პოლიციის სამი თანამშრომელი. სპეცოპერაცია მალე დასრულდება. მოგიწოდებთ სიმშვიდისკენ", - დაწერა "ინსტაგრამზე" ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა. უცხოურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, წუხელ ღამით პოლიციელებზე თავდასხმის შემდეგ, შეიარაღებული პირები გროზნოში, მთავრობის სახლის მახლობლად მდებარე საგამომცემლო სახლში შეიჭრნენ, რომელსაც სპეცოპერაციის შედეგად ცეცხლი გაუჩნდა.

არსებული ინფორმაციით, ამ დროისთვის შემთხვევის ადგილი ბლოკირებული აქვთ ადგილობრივ სამართალდამცავებს და სპეცდანიშნულების რაზმის წევრებს. ასევე მობლიზებულია ჯავშანტრანსპორტიორები.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა