როგორ "შოპინგობენ" ლონდონში მდიდარი რუსების ცოლები (+ვიდეო)

როგორ "შოპინგობენ" ლონდონში მდიდარი რუსების ცოლები (+ვიდეო)

გასულ კვირას, "შავ პარასკევს" ევროპასა და ამერიკაში მაღაზიებმა გრანდიოზული ფასდაკლებები მოაწყვეს. დიდ ბრიტანეთში სავაჭრო ცენტრებს ათასობით ადამიანი მიაწყდა, რომლებმაც დიდი ბრძოლისა და ცემა-ტყეპის შემდეგ მოახერხეს სასურველი ნივთების წაღება. ამავე დღეს, ლონდონს "ახალი რუსების" ცოლებიც ესტუმრნენ, ოღონდ მათ საშუალო ბრიტანელებისგან განსხვავებით, ბრენდირებული მაღაზიები აირჩიეს. თუ ჩვეულებრივი მყიდველი თავს უფლებას აძლევს, ლონდონურ მაღაზიებში 500 ფუნტი დახარჯოს, რუსი ქალბატონები მათზე მინიმუმ 10-ჯერ მეტს ხარჯავენ.

"ათასი "ფუნტიკი" გადავიხადე "შანელის" ჩანთაში. რამდენსაც მომცემენ, იმდენს დავხარჯავ, ვგიჟდები შოპინგზე" - ამბობს მოდელი და დიზაინერი კრისტინა სისოევა. კრისტინა და მისი ორი დაქალი - "მის რუსეთი 2008" მარინიკა სმირნოვა და რუსი ფეხბურთელის მეუღლე მარია პოგრებნიაკი ერთად "შესანიშნავ სამეულს" ქმნიან, რომელთა სტუმრობაც ნებისმიერი ძვირად ღირებული მაღაზიისთვის დიდი სიამოვნებაა - მდიდარი რუსი ქალები არც თავიანთ და არც მეუღლეების ჯიბეებს უფრთხილდებიან.

იხილეთ ვიდეო

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება