შესთავაზეს თუ არა თინა კანდელაკს განათლების მინისტრის პოსტი საქართველოში

შესთავაზეს თუ არა თინა კანდელაკს განათლების მინისტრის პოსტი საქართველოში

აზერბაიჯანული გამოცემა haqqin.az თინა კანდელაკთან ინტერვიუს აქვეყნებს, რომელშიც სხვა ბევრ საინტერესო საკითხთან ერთად, კანდელაკი პასუხობს ჟურნალისტის კითხვას მის შესაძლო მინისტრობასთან დაკავშირებით.

- თქვენ ახალგაზრდა, ლამაზი, წარმატებული ქალი ხართ. უამრავი პუბლიკაციის და სატელევიზიო შოუს მთავარი გმირი. რა არის დღეს თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, რას უთმობთ ყველაზე მეტ დროს?

- ბევრ რამეს. მაგალითად, ამჟამად «Апостол Медиа»-ს თანამფლობელი ვარ. ეს პროდიუსერული კომპანიაა, რომელიც ორი მიმართულებით ვითარდება - PR და სატელევიზიო წარმოება. ამ დროისთვის, ჩემს კომპანიაში დაახლოებით, 100 ადამიანი მუშაობს. ჩვენ ვაკეთებთ გადაცემა ”ინფომანიას”, რომელიც ტელეკომპანია СТС-ის პირველი საინფორმაციო პროექტია. ვიღებთ ვირუსულ რგოლებს, ვატარებთ ფედერალურ PR-კამპანიებს. ეს შრომატევადი, საინტერესო და ძალიან ამბიციური ბიზნეს-პროექტია.

- მივხვდი, თქვენ ძლიერი ქალები მოგწონთ?

- კი, აღფრთოვანებული ვარ ძლიერი ქალებით, კლეოპატრადან დაწყებული მარგარეტ ტეტჩერით დამთავრებული. მე თვითონაც საკუთარ თავს ძლიერ ქალად ვზრდი. ბევრ თანამედროვე ქალს არ გამოსდის ბედნიერი ცხოვრება, ამ სიტყვის კლასიკური გაგებით: გათხოვდე ერთხელ და იცხოვრო ქმართან დიდხანს და ბედნიერად, ჭირსა და ლხინში. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათ არ შეუძლიათ იყვნენ ბედნიერები. მათ უნდა ისწავლონ, იყვნენ ბედნიერები იმ სიტუაციაში, რომელშიც იმყოფებიან. ცხადია, ეს არ არის მარტივი.

- თქვენ თვითონვე აღიარებთ, რომ საკმაოდ დიდ დროს უთმობთ სოციალურ ქსელებს. საინტერესოა თქვენი პოზიცია, ადამიანის ცხოვრებაზე სოციალური ქსელების გავლენის შესახებ...

- დღეს დედამიწაზე არ არსებობს ადამიანი, რომელსაც ტელეფონით ხელში შეეძლოს იმის თქმა, რომ მისი სიტყვის თავისუფლება შეზღუდულია. სიტყვა ყველას მისცეს. ხოლო სოციალური ქსელები ძალიან კარგი საშუალებაა, დავწერო იმ პრობლემებზე, რომელიც მე თვითონ, ან სხვა ადამიანებს აწუხებთ. პრობლემები, ტრაგედიები, უბედურებები ძალიან ბევრია ადამიანის ცხოვრებაში, რაც ყველაზე მთავარია - ბევრი უკმაყოფილებაა. ამიტომ ინტერნეტში ადამიანების დიდი რაოდენობა გამოთქვამს საკუთარ უკმაყოფილებას. ასევე აქ არის შანსი, გახდე ძალიან გავლენიანი ადამიანი, მაგრამ ამის მისაღწევად შრომისმოყვარეობაა საჭირო. სოციალურ ქსელებზე ძალიან დიდ დროს ვხარჯავ, ყოველ დღე ვათვალიერებ ბლოგებს, ახალ ამბებს. მჭირდება, რომ ყოველთვის ვიმყოფებოდე მოვლენების საქმის კურსში, ამიტომ ახალი ამბებით ყოველ წუთს, ყოველ წამს ვინტერესდები. და ეს ძალიან საინტერესო საქმიანობაა. მაგალითად, ხუთი წლის წინ, როდესაც ინტერნეტში გავაქტიურდი, ბევრი ადამიანი მეუბნებოდა, რომ სოციალური ქსელები უაზრობაა. და რა ვითარებაა დღეს? სოციალური ქსელები დღეს ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია.

- ყველაფრიდან გამომდინარე ჩანს, რომ ”ვორქოჰოლიკი” ხართ. როგორ ასწრებთ ?

- კი. გარდა ამისა, ყოველთვის ვიცი, რა უნდა გავაკეთო და არასდროს ვცდები ამასთან დაკავშირებით. როდესაც უფრო ახალგაზრდა ვიყავი, ზოგჯერ ვერ ვხვდებოდი, რა არის საჭირო და მნიშვნელოვანი. ახლა, როდესაც ვიცი, ცხოვრება და მუშაობა გაცილებით უფრო მარტივია.

- და მაინც, რა არის თქვენთვის ამჟამად ყველაზე მნიშვნელოვანი?

- რა თქმა უნდა, ოჯახი - ეს დასაყრდენია. მე მყავს ოჯახი, ბავშვები, ყოველთვის არსებობს ადგილი, სადაც საღამოს გატარება შემიძლია. და ცოტა შემთხვევა თუ ყოფილა, როდესაც ოჯახის გარეთ გატარებული დრო უფრო საინტერესო იყო, ვიდრე ოჯახის წევრებთან გატარებული დრო.

- ყველაფერს საკუთარი შრომით მიაღწიეთ?

- კი, მხოლოდ საკუთარი შრომით, როდესაც მოსკოვში ჩამოვედი, რა არის დასამალი, რომ ბევრი რამე მაკლდა. ახლა კი საკმაოდ წარმატებული ბიზნეს-ლედი ვარ. ყველაფერს ჩემით მივაღწიე.

- ცოტა ხნის წინ, თქვენ საქართველოს განათლების მინისტრობას გიწინასწარმეტყველებდნენ. ძალაში რჩება ეს შემოთავაზება?

- ეს ყველაფერი მხოლოდ ხმები იყო. მიუხედავად იმისა, რომ დედაჩემი სომეხია, ხოლო მამაჩემი - ქართველი, საქართველო ჩემი სამშობლოა და მე ის ძალიან მიყვარს. ჩემთვის არავის არაფერი შემოუთავაზებია. რა თქმა უნდა, თუკი ჩემს სამშობლოს დავჭირდები, მე მზად ვარ, მას ჩემი გამოცდილება გავუზიარო.

მომზადებულია haqqin.az-ის მიხედვით.

Normal 0 false false false MicrosoftInternetExplorer4 BoxOfficeMojo

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება