გროზნოში მომხდარ თავდასხმებზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება "იმარატ კავკაზმა" აიღო

გროზნოში მომხდარ თავდასხმებზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება "იმარატ კავკაზმა" აიღო

გროზნოში მომხდარ თავდასხმებზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება "იმარატ კავკაზმა" აიღო. შესაბამისი ვიდეო დაჯგუფებამ ინტერნეტში გაავრცელა. როგორც ვიდეოში დაჯგუფების ერთ-ერთი წევრი აცხადებს, გროზნოში ბევრი მოჯაჰედია. მისივე თქმით, შეტაკებების შედეგად კი დაჯგუფების წევრებს შორის არავინ დაღუპულა.

"ჩვენი თავდასხმის მიზანი შურისძიებაა იმისთვის, რომ ხელისუფლებამ ჰიჯაბებიან ქალებზე იერიში მიიტანა", - აცხადებს დაჯგუფების ერთ-ერთი წევრი ვიდეომიმართვაში. მისივე თქმით, ეს შაჰიდური ოპერაციაა და თავდამსხმელები სიკვდილამდე იბრძოლებენ. რამდენიმე ხნის წინ ჩეჩნეთის ლიდერმა, რამზან კადიროვმა ბრძანება გასცა, ქუჩაში შეემოწმებინათ ყველა საეჭვო ჰიჯაბიანი ქალი.

"ინტერფაქსის" ცნობით, როგორც მათ საკუთარმა წყარომ განუცხადა, შეტაკებების შედეგად დაიღუპა 10 ძალოვანი და დაიჭრა 20. თუმცა, გროზნოში დაღუპულთა შესახებ რუსულ მედიაში სხვადასხვა ინფორმაცია ვრცელდება. რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, გროზნოში ოთხი ადამიანი დაიღუპა.

რუსეთის ეროვნული ანტიტერორისტული კომიტეტის ხელმძღვანელის ანდრეი ჩაცკის თქმით, ამ დროისთვის გროზნოს საგამომცემლო სახლში შეჭრილი შეიარაღებული პირების ლიკვიდაციისთვის განხორციელებული სპეცოპერაცია დასრულებულია. მისივე თქმით, შენობაში მყოფი ყველა "ბოევიკი" ლიკვიდრებულია. ანდრეი ჩაცკის განცხადებით, ამ დროისთვის მიმდინარეობს ერთ-ერთ სკოლაში შეჭრილი შეიარაღებული პირების ლიკვიდაციის ოპერაცია. უცხოურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, წუხელ ღამით პოლიციელებზე თავდასხმის შემდეგ, შეიარაღებული პირები გროზნოში, მთავრობის სახლის მახლობლად მდებარე ბეჭდვით სახლში შეიჭრნენ.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა