მეგაშოუ "ბრავოს" გამარჯვებული ოთო ნემსაძე გახდა

მეგაშოუ "ბრავოს" გამარჯვებული ოთო ნემსაძე გახდა

მეგაშოუ "ბრავო" დასრულდა.

ფინალში გამარჯვებისთვის რვა კონკურსანტი იბრძოდა: თამუნა შავერდაშვილი, მარიტა როხვაძე, აკე და ანა, ნიკა კიკნაძე, ოთო ნემსაძე, საბა ჩაჩუა, მეგი გოგიტიძე და სალომე ტეტიაშვილი.

შემოსული 48 884 ზარიდან მაყურებლის გადაწყვეტილებით, ხმების 42,14% -ით, "ბრავოს" გამარჯვებული ოთო ნემსაძე გახდა.

შეგახსენებთ, ოთო ნემსაძის ლობისტი შოუში ლალი მოროშკინა იყო.

ოთოს გამარჯვებას სოციალურ ქსელში ულოცავენ:

"ეს კაცი კარგა ხანია აღარაა საკონკურსო ,რით ვერ გაიგო ხალხმა???? :)))))) გილოცავ ჩემო ნიჭიერო,საამაყო ქართველო!!! გისურვებ ბედნიერ,საამურ ცხოვრებას შენს ოჯახთან ერთად! ყველა ტიტულზე და პრიზზე უკეთესი შენ ისედაც გქონდა და გაქვს ყველაფერი-მილიონობით ადამიანის ს ი ყ ვ ა რ უ ლ ი ... მადლობა ოთო !"

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება