რუსეთმა გროზნოში კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი გააუქმა

რუსეთმა გროზნოში კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი გააუქმა

რუსეთმა გროზნოში კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი გააუქმა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.რუსეთის ნაციონალური ანტიტერორისტული კომიტეტის განცხადებით, გროზნოში საგამომცემლო სახლში შეჭრილი ყველა "ბოევიკი" ლიკვიდირებულია. თავის მხრივ, ჩეჩნეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო უარყოფს შალინსკის რაიონში შეიარაღებული შეტაკებების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას. გროზნოში შეიარაღებული შეტაკებების შედეგად გარდაცვლილთა შესახებ უცხოურ მედიაში ამ დრომდე სხვადასხვა ინფორმაცია ვრცელდება. "იტარ-ტასის" ცნობით, გროზნოში მიმდინარე შეიარაღებული შეტაკებების შედეგად დაიღუპა 14 ძალოვანი, 28 კი დაშავდა. არაოფიციალური მონაცემებით, გარდაცვლილია 70-მდე ადამიანი, მათ შორის შეიარაღებული პირებიც.

ჩეჩნეთის დედაქალაქში მომხდარ თავდასხმებზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება "იმარატ კავკაზმა" აიღო. როგორც დაჯგუფების მიერ ინტერნეტში გავრცელებულ ვიდეომიმართვაშია ნათქვამი, გროზნოში მომხდარი თავდასხმების მიზანი შურისძიებაა იმისთვის, რომ ხელისუფლებამ ჰიჯაბებიან ქალებზე იერიში მიიტანა.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა