ცნობილი მსახიობები, რომელთა კინოკარიერა პორნოფილმებით დაიწყო

ცნობილი მსახიობები, რომელთა კინოკარიერა პორნოფილმებით დაიწყო

გავრცელებული აზრის მიხედვით, პორნოფილმებში ის ადამიანები თამაშობენ, რომელთაც დიდ ეკრანზე მოხვედრა არ ერგოთ წილად. თუმცა, ეს შეიძლება სულაც არ იყოს სიმართლე, რადგან მრავალმა ცნობილმა მსახიობმა საკუთარი სამსახიობო კარიერა სწორედ "უფროსებისთვის განკუთვნილი" ფილმებით დაიწყო. საინტერესოა, რომ მათი უმრავლესობა ამჟამად, ინტიმურ სცენებში მონაწილეობაზეც კი უარს აცხადებს. გთავაზობთ ზოგიერთ მათგანს:

უმა თურმანი პოპულარული კვენტინ ტარანტინოს ფილმებში შესრულებული როლებით გახდა. "მოკალი ბილიში" შესრულებული როლის შემდეგ, მსახიობმა ოქროს გლობუსისა და BAFTA-ს ნომინაციები მიიღო. თუმცა, აღსანიშნავია, რომ კარიერის დასაწყისში თურმანმა მთავარი როლი შეასრულა ფილმში "ჰენრი და ჯუნი". ინტიმური სცენების დიდი რაოდენობის გამო, ფილმი ერთხანს პონროგრაფიის ჟანრსაც კი მიაკუთვნეს, თუმცა, შემდეგ 17+ ფილმების რიგში გადავიდა.

ასევე იხილეთ| ყველაზე მაღალბიუჯეტიანი "ფილმები უფროსებისთვის" (+PHOTO+VIDEO)

ამერიკელი კულტურისტი, მსახიობი, ბიზნესმენი, პოლიტიკოსი და კალიფორნიის რიგით 38-ე გუბერნატორი არნოლდ შვარცენეგერი, მთელ მსოფლიოში ცნობილი რობოტი ტერმინატორის როლით გახდა. აღსანიშნავია, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩამოსვლამდე, წარმოშობით ავსტრიელი შვარცენეგერი გეი ჟურნალების ფოტოსესიებში იღებდა მონაწილეობას, ხოლო შტატებში ჩასვლის შემდეგ, რამდენიმე "უფროსებისთვის განკუთვნილ" ფილმშიც მიიღო მონაწილეობა. პოპულარობის და საქვეყნო აღიარების შემდეგ, "რკინის არნიმ" პრაქტიკულად გამორიცხა ნებისმიერი სახის ინტიმური სცენები საკუთარი ფილმებიდან.

"როკი ბალბოასა" და "რემბოს" როლების შემსრულებელი სილვესტერ სტალონე, რომელიც ოსკარსა და ოქროს გლობუსზე იყო ნომინირებული, გაჭირვებისგან თავის დაღწევის მიზნით, პორნოფილმებში იღებდა მონაწილეობას. პორნოფილმმა "წვეულება კიტისთან და სტადთან, ანუ იტალიელი კვიცი" სტალონეს საშუალება მისცა 200 დოლარი გამოემუშავებინა, რომელიც იმ დროისთვის მას დიდ სიმდიდრედ ეჩვენებოდა.

ოსკაროსანი სანდრა ბულოკი ახალგაზრდობაში ოფიციანტად მუშაობდა, თუმცა, სწავლის გადასახდელად არასაკმარისი ფინანსების გამო, ჰარდქორ პორნოში იღებდა მონაწილეობას. როდესაც მსახიობმა პირველი სერიოზული ჰონორარი მიიღო, მან კერძო დეტექტივები დაიქირავა, რომლებმაც მისი მონაწილეობით ყველა პორნო ფილმის ასლი შეიძინეს და გაანადგურეს.

დემი მური გაჭირვებულ ოჯახში გაიზარდა. მისი დედა და მამინაცვალი ლოთები იყვნენ და საცხოვრებელ ადგილსაც ხშირად იცვლიდნენ. 16 წლის ასაკში მან სკოლა მიატოვა და სამოდელო სააგენტოს მიაკითხა. პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დემის ახალგაზრდა მეზობელმა ნასტასია კინსკიმ კინოში გადაღება ურჩია. ფულის შოვნის მიზნით, დემი პორნომსახიობების კასტინგშიც მონაწილეობდა, თუმცა, ვერ მოახერხა მისი გავლა. ამიტომ სადო-მაზოხისტურ ფილმში თამაშს დათანხმდა, რისთვისაც მას 10 000 დოლარი გადაუხადეს. გავრცელებული ხმების მიხედვით, ფული მურმა პლასტიკურ ოპერაციებზე დახარჯა.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება