ბაქოს სასამართლომ "რადიო თავისუფლების" აზერბაიჯანის ბიუროს ჟურნალისტს პატიმრობა მიუსაჯა

ბაქოს სასამართლომ "რადიო თავისუფლების" აზერბაიჯანის ბიუროს ჟურნალისტს პატიმრობა მიუსაჯა

ბაქოს სასამართლომ ორი თვით წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა "რადიო თავისუფლების" აზერბაიჯანის ბიუროს ჟურნალისტს ხადიჯა ისმაილოვას. ბაქოს სასამართლოს ინფორმაციით, ხადიჯა ისმაილოვა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის ტურალ მუსტაფაევას საქმის გამო დააკავეს, რომელმაც თვითმკვლელობა სცადა. სასამართლო ხადიჯა ისმაილოვას მუსტაფაევას თვითმკვლელობამდე მიყვანაში სდებს ბრალს. აზერბაიჯანის პროკურატურა ხადიჯა ისმაილოვას ასევე ადანაშაულებს სოციალური ქსელების მეშვეობით დოკუმენტების გავრცელებაში, სადაც ნაჩვენები იყო, თუ როგორ იყენებენ აზერბაიჯანის სპეცსმსახურები სექსუალური სცენების ამსახველ ვიდეოჩანაწერებს ოპოზიციის აქტივისტთა დაშანტაჟების მიზნით.

რამდენიმე დღის წინ აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა რამიზ მეხთიევმა საჯაროდ დაადანაშაულა ხადიჯა ისმაილოვა ღალატში და "რადიო თავისუფლების" თანამშრომლებს უცხოეთის ჯაშუშები უწოდა. აზერბაიჯანელი ჟურნალისტის დაკავების ფაქტს გამოეხმაურა მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთო-ს წარმომადგენელი დუნია მიატოვიჩი, რომელმაც განაცხადა, რომ ხადიჯა ისმაილოვას დაკავება სხვა არაფერია, თუ არა მისი დაშინება, რომელიც ჟურნალისტის თავისუფალი და კრიტიკული ხმის ჩახშობისკენ მიმართული კამპანიის ნაწილია.

თავად დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი დანაშაულს არ აღიარებს და აცხადებს, რომ მის მიმართ დაწყებული გამოძიება ქვეყნის ხელისუფლების მიერ სამოქალაქო აქტივისტებისა და ჟურნალისტების დევნის კამპანიის ნაწილია.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა