რუსეთმა სამი უკრაინელი დეპუტატის წინააღმდეგ საქმე აღძრა

რუსეთმა სამი უკრაინელი დეპუტატის წინააღმდეგ საქმე აღძრა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა სამი უკრაინელი დეპუტატის წინააღმდეგ საქმე ტერორისტული ქმედების საჯარო მოწოდებისა და გროზნოში ცენტრში მომხდარი აფეთქებების გამართლებისთვის აღძრა. ამის შესახებ რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის წარმომადგენელმა ვლადიმერ მარკინმა განაცხადა.

ვლადიმერ მარკინის თქმით, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა საქმე აღძრა უკრაინელი დეპუტატების - იური ბერიოზას, ანდრეი ლევუსისა და იგორ მოსიჩუკის წინააღმდეგ. "გროზნოს ცენტრში მომხდარი აფეთქებების შედეგად, სამივე მათგანი მედიის საშუალებით ტერორისტებს რუსეთის ტერიტორიაზე ტერორისტული საქმიანობისკენ მოუწოდებდა" , - აღნიშნა ვლადიმერ მარკინმა.

გუშინ ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა ადგულობრივ ძალოვანებს სამივე უკრაინელი დეპუტატის დაკავება და მათი ჩეჩნეთში ჩაყვანა დაავალა. 4 დეკემბერს გროზნოში შეიარაღებული პირების საგუშაგოს დაესხნენ თავს, რა დროსაც სამი პოლიციელი დაიღუპა. მოგვიანებით შეიარაღებული პირები გროზნოს ერთ-ერთ სკოლაში და საგამომცემლო სახლში შეიჭრნენ. არაოფიციალური მონაცემებით, გროზნოში მომხდარი შეიარაღებული შეტაკებების შედეგად 70-მდე ადამიანი გარდაიცვალა.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა