გზა ტატამიდან პოდიუმამდე - რატომ დასცინეს ჯარში მაქს მაჭარაშვილს

გზა ტატამიდან პოდიუმამდე - რატომ დასცინეს ჯარში მაქს მაჭარაშვილს

მისი საყვარელი მოდელები არიან ნიკ ბეიტმანი და მარიანო დი ვაიო. ქართველი მოდელებიდან მოსწონს კრისტი ყიფშიძე, მას პოდიუმის დედოფალსაც კი უწოდებს. თავად უკვე მეოთხე წელია, სამოდელო ბიზნესშია. კონკურსებში, ძირითადად, მეორე ადგილს იკავებს. სანამ თავადაც ამ სფეროში მოხვდებოდა, მოდელებზე არც ისე კარგი შეხედულება ჰქონდა. მაქს მაჭარაშვილს ამ პროფესიის სირთულეებზე ვესაუბრეთ.

- ამ სფეროში შემთხვევით მოვხვდი. 4 წლის წინ ძმაკაცს ერთ-ერთ კასტინგზე გავყევი, მაინტერესებდა, როგორი გოგონები იქნებოდნენ იქ. მაშინ მოდელებზე არც ისე კარგი შეხედულება მქონდა. ჩემთვის ვიჯექი კუთხეში. ბიჭი ვერ აირჩიეს. ჯიჯი რეჯინი არჩევდა ბიჭებს. გამოსვლისას მხარზე ხელი მომკიდა, შემატრიალა, ხუთი ფოტო გადამიღო, მერე ვიღაც ქალთან შემიყვანა და უთხრა, აი, ეს ავირჩიეთო. არ ვარ მოდელი და არც ამ სფეროში გამეგება რამე-მეთქი, განვუმარტე. არაფერი არ გჭირდება, სამწუთიანი ვიდეორგოლისთვის გვჭირდები ''ბიზ-ნესკურიერში'', ჩოხა-ახალუხი უნდა წარმოაჩინოო. დავთანხმდი, მაგრამ სახლში დაბრუნებულმა მაინც ბევრი ვიფიქრე.

- რატომ?

- საკუთარი თავი მოდელის ამპლუაში ვერ წარმომედგინა. ეს კარიერა წარმოუდგენლად მეჩვენებოდა. სპორტი იყო ჩემთვის ყველაფერი. ტანვარჯიშზე დავდიოდი, მერე ძიუდოზე, სამოყვარულო დონეზე ფეხბურთსაც ვთამაშობდი. სიმართლე გითხრათ, სკოლის შემდეგ სწავლის გაგრძელება არც მიფიქრია, იმ დონეზე ვიყავი შეყვარებული სპორტზე. ჭიდაობას თავი ტრავმის გამო დავანებე.

- მოდელებზე ცუდი წარმოდგენა რატომ გქონდა?

- ფიტულები მეგონენ, რომლებიც მხოლოდ სილამაზით გამოირჩეოდნენ და არანაირი ადამიანური თვისება არ გააჩნდათ. მას მერე, რაც ამ სფეროს დავუახლოვდი, რამდენიმე მოდელსაც დავუმეგობრდი და ბევრი საერთო თვისება აღმოგვაჩნდა.

- რომელ სააგენტოსთან თანამშრომლობ?

- ნინო ცქიტიშვილთან დავიწყე თავიდანვე და დღემდე იქ ვარ. არც ერთ სააგენტოში არ გადავსულვარ, არ მიღალატია მისთვის და არც ვუღალატებ ალბათ.

- თუმცა სხვა სააგენტოების ორგანიზებულ კონკურსებშიც მიგიღია მონაწილეობა.

- მართლია. როცა ღია კასტინგი ტარდებოდა, ნინოსთან შეთანხმებით ვმონაწილეობდი. საქმეში, რომელიც არ არის კომერციული და ჩემს პიარს ემსახურება, მონაწილეობა არ მეზღუდება, თუმცა დღეს უკვე არ ვიცი, დიდად გამახარებს თუ არა მსგავს კონკურსებში მონაწილეობა. ჩემთვის მოსაბეზრებელი გახდა.

- აქამდე ჩატარებულ კონკურსებში რა ტიტულები გხვდა წილად?

- ჩემი პირველი კონკურსი იყო ''ბესთ მოდელ ოფ ჯორჯია'', სადაც მეორე ადგილზე გავედი, ''მისტერ ვალენტინზეც'' მეორე ადგილი დავიკავე. მეორე ადგილებში მაგრად მიმართლებს (იცინის). თუმცა იმ პერიოდში ჯარში ვმსახურობდი და თავადაც არ ვიყავი კმაყოფილი ჩემი ლუქით. არ მქონდა წვერი, თმა.

- ხშირად დადიხარ სხვა ქვეყნებში ჩვენებებზე.

- პირველი შემოთავაზება პარიზიდან მქონდა, მაგრამ უარის თქმამ მომიწია, ჯარისკაცი ვიყავი და საზღვარზე ფიზიკურად ვერ გადავიდოდი. ჯარის მერე ორ თვეში ინდოეთიდან მომივიდა მოწვევა, ოთხთვიანი კონტრაქტი გავაფორმე. ინდოეთიდან რომ ჩამოვედი, ბაქოში გავემგზავრე. იქ ვიმუშავე ემპორიო არმანისა და კიდევ ერთ იტალიურ ბრენდთან. ახლახან თურქეთში ერთ-ერთი სააგენტოს დირექტორთან მქონდა გასაუბრება და სავარაუდოდ, საცდელ, 45-დღიან კონტრაქტს გავაფორმებ მათთან. საზღვარგარეთ სამუშაო მეტია, მეტი გადაღება, ჩვენება, შესაბამისად, ანაზღაურებაც. აქ, ძირითადად, სახლში ვზივარ. კვირაში ერთი-ორი გადაღება თუ მაქვს.

- ჯარი ახსენე, ჯარში შენმა მეგობრებმა, ხელმძღვანელებმა იცოდნენ, მოდელი რომ იყავი?

- თავიდან გამიჭირდა ამის აღიარება (იღიმება), არც ისე კარგად ჟღერს ჯარში ეს სტატუსი.

გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება