"სირცხვილის კორიდორი სირცხვილია" - ლეპსის სკანდალს "ფეისბუქში" ცნობილები ეხმაურებიან

"სირცხვილის კორიდორი სირცხვილია" - ლეპსის სკანდალს "ფეისბუქში" ცნობილები ეხმაურებიან

გუშინ სპორტის სასახლეში სოჭში დაბადებული რუსი მომღერლის, გრიგორი ლეპსის, იგივე გრიგორი ლეფსვერიძის კონცერტი გაიმართა. კონცერტის დაწყებამდე სპორტის სასახლესთან რამდენიმე ათეულმა მოქალაქემ საპროტესტო აქცია გამართა - კონცერტზე დასწრების მსურველებს ე.წ. "სირცხვილის კორიდორი" მოუწყვეს. ისინი აპროტესტებენ ეროვნებით ქართველი პრორუსი მომღერლის კონცერტის გამართვას. გარდა ამისა, ინციდენტი მოხდა ტელეკომპანია "მაესტროს" ჟურნალისტსა და მომღერლის დაცვას შორის. ჟურნალისტ ნინი მეტრეველის თქმით, გრეგორი ლეპსს და მის გარემოცვას დასმული კითხვები არ მოეწონა და უთხრეს, რომ მასალა ვერ მოხვდებოდა ეთერში. ამის შემდეგ მომღერლის დაცვამ მას და ოპერატორს საათზე მეტხანს ოთახიდან გასვლის საშუალება არ მისცა.

ამ ამბებს სოციალურ ქსელში ცნობილი ადამიანები ეხმაურებაინ.

ვახტანგ რჩეულიშვილი, ყოფილი დეპუტატი:

"ქაჯობა კანონით უნდა ისჯებოდეს!

გრიგორი ლეპსის კონცერტის შესასვლელთან მოწყობილი სირცხვილის კორიდორი სირცხვილია საქართველოსათვის და მისი მომწყობებისათვის. რა დაუშავათ ქართული წარმომავლობის რუსმა მომღერალმა? ომი დაიწყო საქართველოს წინამღდეგ, იომა თუ რა ქნა? ეს არის ტერორისტების ლოგიკა, როდესაც მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობას ამართლებენ იმით, რომ მოსახლეობა ირჩევს ხელისუფლებას! ეს მორალური ტერორი დაუშვებელია! სადაუნოს უფრო გავს ეს ქვეყნა ვიდრე საქართველოს. ბოლოს და ბოლოს ჩემი "კოლეგაა" კაცი!".

მარიამ საჯაია, დეპუტატი:

"გუშინდლამდე არც ვიცოდი ლეფსი ვინ იყო, რა ბედნიერებაა".

მანანა მანჯგალაძე, მიხეილ სააკაშვილის ყოფილი პრესსპიკერი:

"სრულიად ჩემი ნიუსფიდი აღშფოთებულია ლეფსი-ლელა და მაესტროს ჟურნალისტის დსკავების ფაწტით, ანშლაგ - კონცერტით.. აბა, რა ხალხი დადის ამ კონცერტზე. კიდევ ერთხელ ვრწმუნდები, ამის იქით სხვა საქართველოა?!"

მამუკა გამყრელიძე, დიპლომატი:

"ადამიანისათვის თავისუფლების შეზღუდვა, თუნდაც მოკლე ხნით, გახლავთ სისხლის სამართლის დანაშაული. ტელეკომპანია "მაესტროს" ჟურნალისტი 1 საათისა და 15 წუთის განმავლობაში ჩაკეტილი ჰყავდათ ლეპსის კონცერტის მომწყობებს და ჟურნალისტის თქმით, სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ. ძალიან მაინტერესებს როგორი იქნება "მაესტროს" რეაქცია, რომელიც წინა ხელისუფლებას უკომპრომისოდ და ძალიან მტკიცედ ებრძოდა (სრულიად გულწრფელად და ირონიის გარეშე ვამბობ). უჩივლებს თუ არა ტელეკომპანია ლეპსის კონცერტის მომწყობებს? აი ახლა გამოჩნდება თუ რამდენად თავისუფალია და მიუკერძოებელი ეს კომპანია. 

***

ამ ქალბატონებმა (კონცერტზე დამსწრე) ერთხმად განაცხადეს პოლიტიკა არ გვაინტერესებსო, არა და დარწმუნებული ვარ, რომ მათი ლექსიკონის განუყოფელი ნაწილი გახლავთ "9 წელი" და "დორბლიანი გიჟი". ბილეთების 95% გაიყიდა. პარალელურად რუსეთის სასულიერო პირებიც სტუმრობდნენ წილხვედრს. თან იმ, მართლაც რომ ღვთისაგან დაწყევლილი ფონდის ეგიდით, რომელსაც "Русский Мир" ჰქვია და ვისი ხემძღვანელიც ვიაჩესლავ ნიკონოვია, რუსეთის დუმის დეპუტატი, შოვინისტი, რუსი ნაციონალისტი და თანაც სტალინის მინისტრის ვიაჩესლავ მოლოტოვის შვილიშვილი. ასეთ ნაძირალებს სტუმრობს დღეს ჩემი ქვეყანა. ჩვენი სახელმწიფოს მტრებს და მოძულეებს სიხარულით ხვდება გონებაარეული ერიც და ბერიც. არ ეყო 9 წელი ამ სარეველას ამოძირკვას. გაათმაგებული სისწრაფით მოედო ქვეყანას ყანის ჭლექი და დროზე თუ არ გაიმარგლა დაახრჩობს ახალგაზრდა და სუსტ ქართულ სახელმწიფოს. ქვების შეგროვების დრო მოდის!

P.S. ზოგიერთი უვიცის და ხეპრეს საყურადღებოდ ვიტყვი, რომ ამ სტატუსის ბოლო წინადადება არ გახლავთ მოწოდება ექსტრემიზმისა და არეულობისაკენ არამედ გახლავთ ფრაზა ბიბლიიდან ეკლეზიასტი 3:5".

დავით საყვარელიძე, დეპუტატი:

"ნიჭიერი მაგრამ სუსტი ნებისყოფის, ღირებულებათა არმქონე კაცია. ვერ გაუბედა პუტინს უარი ამ სამარცხვინო სიმღერაზე. სამწუხაროა რომ მათ, ვინც ლეპსის დღევანდელი ჯამბაზობით ირთობდა თავს საგანგაშოდ ვიწრო თვალთახედვა აქვთ... თუმცა არც მარტო ჩვენი სნეულებაა როგორც ჩანს. უკრაინის ნებისმიერ კარაოკეში ასეთივე წარმატებით ისმის მისი ჰიტები...მეც ვგულშემატკივრობდი როგორც წარმატებულ თანამემამულეს, ვიდრე პუტლერის პროპაგანდის ნაწილად გადაიქცეოდა...".

იხილეთ ასევე: გრიგორი ლეპსის სკანდალური კონცერტის დეტალები: რა კითხვის გამო დააპატიმრა ჟურნალისტები მომღერლის დაცვამ

იხილეთ ვიდეო

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს