''ჯიდიესის'' ეთერში ''ერთი ერთშის'' მორიგი სეზონი დაიწყო, რომლის წამყვანები კვლავ რუსკა მაყაშვილი და კახა კინწურაშვილი არიან. რუსკა მაყურებელმა წლების წინ სერიალიდან ''გოგონა გარეუბნიდან'' ძალიან გრძელი თმით გაიცნო. მოგვიანებით ბევრ პროექტში მიიღო მონაწილეობა, სადაც მისი სავიზიტო ბარათი გრძელი თმა იყო. თუმცა ახლა გადაწყვიტა, იმიჯი შეეცვალა და კარე შეიჭრა. ახალ იმიჯსა და გეგმებზე სასაუბროდ რუსკას გადაცემის მეორე ტურის დაწყებამდე ვესაუბრეთ.
- რუსკა, ''ერთი ერთშის'' ახალ სეზონზე როგორი შემართებით ხარ?
- პირადად მე ეს შოუ ძალიან მომწონს. ძალიან ხარისხიანი პროდუქტია. ასეთი შოუები სხვა არხებზე არ გადის. მომწონს აქ ყოფნა. გარდა ამისა, სწორი სცენარები იწერება. მუსიკისა და გრიმის ზეიმია. შემართებით ვარ და ძალიან მიხარია, რომ შოუ ისევ მე და კახას მიგვყავს. ისეთ სიამოვნებას ვიღებ ამ ყველაფრისგან, რაც აქამდე არც ერთ შოუზე არ მიმიღია.
- ახალი იმიჯით ხარ. პირველად გხედავთ მოკლე თმით. გრძელ თმას როგორ შეელიე?
- თმას იმიტომ არ შეველიე, რომ ''ერთი ერთშის'' სჭირდებოდა. უბრალოდ, მოსაჭრელი იყო და ცოტას შეჭრას ვარჩიე, მოკლედ შემეჭრა. მაინტერესებდა, როგორ მექნებოდა. ძალიან დიდი ხანია, მოკლე თმა არ მქონია.
- როგორ ეგუები?
- ძალიან მომწონს და ყველას მოსწონს.
- ''ერთი ერთშის'' ახალ სეზონზე შენს იმიჯში კიდევ რა შეიცვლება?
- სულ ვცდილობ, რომ ზედმეტი პომპეზურობის გარეშე მეცვას და ვიყო სადა, რაც ჩვენს მხატვარს ძალიან კარგად გამოსდის, რომელიც კოსტიუმებს მიკერავს და ქმნის. ძალიან კმაყოფილი ვარ. მე და კახა დაგეგმილ სცენარს კი მივყვებით, მაგრამ გარდა ამისა, გვაქვს თავისუფლება, რასაც ჩვენი შოუს პროდიუსერები გვაძლევენ და ამიტომ წინასწარ ვერაფერს ვგეგმავთ. მაგრამ ის, რომ შოუ ყოველ ოთხშაბათს ძალიან მაგარი იქნება, მაგაზე თავს ვიჭრი და ვდებ. მიხარია კახასთან მუშაობა, რადგან კარგი მსახიობი და ნიჭიერი ადამიანია.
- ახალ წელს ყოველთვის ველოდებით ფიფქიას ისტორიებს. წელს შემოგვთავაზებთ ახალ რეკლამას?
- წელს მე და სანტა ახალ წელს საქართველოს აუცილებლად მივულოცავთ, თუმცა მეტს ვერაფერს გაგიმხელთ. გადაღებები მალე დაიწყება.
- ერთ- ერთ ინტერვიუში ამბობდი, რომ შენს შემოქმედებით ცხოვრებაში ან არაფერი ხდება, ან - ყველაფერი ერთდროულად. ახლა რა ეტაპზე ხარ?
- ცოტა ხნის წინ გასტროლზე ვიყავი ქუთაისში. რობიკო სტურუა ახალი სპექტაკლის დადგმას იწყებს, რომელიც, სავარაუდოდ, საახალწლოდ იქნება. ამ სპექტაკლში დაკავებული ვარ. მალე გამოვა ''ცელქი ბავშვები 2''. საინტერესო პერიოდი მეწყება. ახალი წლის წინა დღეებში სულ ასე ხდება. ნოემბერსა და დეკემბერში ზედმეტად აქტიური ვარ.
გაგრძელება