მარიტა როხვაძე სკანდალურ ნომერზე განმარტებას აკეთებს - ''ხალხის აგრესიის გამოწვევა ნამდვილად არ მინდოდა''

მარიტა როხვაძე სკანდალურ ნომერზე განმარტებას აკეთებს - ''ხალხის აგრესიის გამოწვევა ნამდვილად არ მინდოდა''

მარიტა როხვაძის დაკლებული კოლოგრამები შესამჩნევი განსაკუთრებით ''ბრავოს'' ფინალზე გახდა. მაყურებელს საშუალება მიეცა მარიტას ნომერი, კარგი შესრულებითა და თამამი ჩაცმულობით ენახა. თუმცა იყვნენ ისეთებიც, რომლებიც მომღერლის მოშიშვლებულმა ფეხებმა და თეძოზე დაირას მირტყმამ გააღიზიანა.

- ვისაც ნანახი აქვს მიუზიკლი NiNE ჩემი ჩაცმის სტილი ნამდვილად არ გაუკვირდებოდა. ამ მიუზიკლიდან ვიმღერე სიმღერა ''ბი იტალია''. მე განვასახიერე პერსონაჟი, რომელსაც ასრულებს ფერგი. თქვენ ფერგის ჩაცმულობა რომ ნახოთ, ჩემი სიშიშვლე ნამდვილად არ გაგაოცებთ. ''ბრავო'' არ არის მხოლოდ მომღერლების კონკურსი. ეს არის შოუ და საჭიროა გარკვეული პერფორმანსი. გრძელი კაბა ამ ნომერს არ მოუხდებოდა.

- შენს პირველ ნომერს ''ბრავოში'' და იმ ჩაცმულობას, ისეთი აჟიოტაჟი მოჰყვა მაყურებლის მხრიდან, მეგონა, მეორედ ამ რისკზე აღარ წახვიდოდი.

- აბსოლუტურად განსხვავებულად მეცვა მაშინ. დაფიქრებას რაც შეეხება, რატომ? ამ პროექტში იმიტომ მივიღე მონაწილეობა, რომ ხალხისთვის ახალი მარიტა გამეცნო, მინდა გაიგონ და დაინახონ რა შემიძლია დღეს. თუ აქამდე მხოლოდ მიკროფონთან დგომა და სიმღერა შემეძლო, დღეს შემიძლია დავდგა შოუ, ვიყო შოუვუმენი. ხალხის აგრესიის გამოწვევა ნამდვილად არ მინდოდა. დარწმუნებული ვარ, რომელიმე უცხოელი მომღერალი რომ ენახათ ამ ნომრით, ტაშს დაუკრავდნენ და მოიწონებდნენ კიდეც. რატომ გამოვხატავთ აგრესიას ქართველებზე, არ მესმის.

გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება