ევროკავშირი უკრაინისთვის მეტი დაფინანსების გამოყოფას, რუსეთისთვის კი დამატებითი სანქციების დაწესებას აპირებს

ევროკავშირი უკრაინისთვის მეტი დაფინანსების გამოყოფას, რუსეთისთვის კი დამატებითი სანქციების დაწესებას აპირებს

ევროკავშირი მზადაა, უკრაინას მეტი ფინანსური დახმარება გაუწიოს და რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესოს, თუკი ამის საჭიროება იქნება. "ლიგა.ნეტ"-ის ინფორმაციით, ამის შესახებ საუბარია ევროკავშირის ელჩების სამიტის დადგენილების პროექტში. გარდა ამისა, 15 დეკემბერს ევროკავშირი გეგმავს რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმისთვის დამატებითი შეზღუდვებიც დააწესოს. დოკუმენტის პროექტის თანახმად, ევროკავშირი მიესალმება უკრაინის ახალ მთავრობას, მის მზადყოფნას გაატაროს პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმები. როგორც ცნობილია, 9 დეკემბერს, გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ არ აპირებს მოსკოვის მიმართ თავისი პოლიტიკის შესუსტებას და ახალი სანქციებითაც დაიმუქრა.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა