რა ცვლილებებს გეგმავს Facebook-ი 2015 წლიდან

რა ცვლილებებს გეგმავს Facebook-ი 2015 წლიდან

2015 წლის 1 იანვრიდან სოციალური ქსელი "ფეისბუქი" საკუთარ მომხმარებლებს რამდენიმე ცვლილებას შესთავაზებს.

პირველ რიგში, ცვლილებები შეეხება ნიუსფიდში რეკლამის რაოდენობას, რომელიც მომავალი წლიდან შემცირდება. კომპანიის ოფიციალურ ბლოგზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, "ფეისბუქი" ცვლილებებს შეიტანს ნიუსფიდის ალგორითმში, რაც სარეკლამო შინაარსის შემცველი განცხადებების შემცირებას გამოიწვევს. სარეკლამო ხასიათის განცხადებები შეიზღუდება იმ მომხმარებლებისთვისაც, რომელთაც მოწონებული ჰქონდათ კონკრეტული ბრენდის ან ცნობილი ადამიანის გვერდი. "ფეისბუქის" ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, მომხმარებელთა ეს კატეგორიაც ნაკლებ სარეკლამო ინფორმაციას მიიღებს.

"ცვლილებებისკენ გვიბიძგა ჩვენს მიერ ჩატარებულმა კვლევამ, რომლის თანახმად, გამოკითხულ რესპონდენტთა უმრავლესობამ სურვილი გამოთქვა, რომ ნიუსფიდში საკუთარი მეგობრებისა და ახლობლებისგან უფრო მეტი ამბის მიღებას ამჯობინებდნენ, ვიდრე სარეკლამო ინფორმაციის", - აცხადებენ "ფეისბუქში".

კომპანიაში ასევე აღნიშნავენ, რომ მართალია ნიუსფიდში მსგავსი გვერდებიდან ინფორმაციების რაოდენობა შემცირდება, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაიზრდება ფასიანი რეკლამის რაოდენობა მომხმარებელთა ნიუსფიდში. "გვინდა, რომ ჩვენს მომხმარებელს დადებითი შთაბეჭდილებები დარჩეთ "ფეისბუქის" მოხმარებისგან", - აღშნავენ კომპანიის წარმომადგენლები.

სოციალური ქსელის ხელმძღვანელთა გადაწყვეტილება სავარაუდოდ, შეამცირებს "ფეისბუქის" რეკლამით მიღებულ შემოსავლებს. მხოლოდ მიმდინარე წლის მესამე კვარტალში "ფეისბუქის" სარეკლამო შემოსავალმა 2,96 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც სოციალური ქსელის საერთო შემოსავლის 92,5 პროცენტია.

იხილეთ სტატია სრულად

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა