ანდერს ფოგ რასმუსენი - ნატო-რუსეთის კონფლიქტი შესაძლოა, ათწლეულების განმავლობაში გაჭიანურდეს

ანდერს ფოგ რასმუსენი - ნატო-რუსეთის კონფლიქტი შესაძლოა, ათწლეულების განმავლობაში გაჭიანურდეს

ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივნის ანდერს ფოგ რასმუსენის განცხადებით, ნატო-რუსეთის კონფლიქტი შესაძლოა, ათწლეულების განმავლობაში გაჭიანურდეს. ინფორმაცია ამის შესახებ Delfi.lv ავრცელებს. ანდერს ფოგ რასმუსენის განცხადებით, რუსეთის ნეგატიური ქმედებები არა მხოლოდ უკრაინაზე აისახა, არამედ იმ ქვეყნებზეც, რომელთაც ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანება სურთ.

"მოდელი აშკარაა: რუსეთს სჯერა, რომ თუ ეს კონფლიქტები არ მოგვარდება, ნატო და ევროკავშირი ახალი ქვეყნების გაწევრიანებას არ დაუშვებენ", - აღნიშნა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ყოფილმა გენერალურმა მდივანმა.

ანდერს ფოგ რასმუსენმა ასევე აღნიშნა, რომ ნატო-ს გენერალური მდივნის რანგში პირველი გამოსვლისას, განაცხადა, რომ ნატო და რუსეთი სტრატეგიული პარტნიორები იქნებოდნენ. "ჩვენ ამაზე შევთანხმდით 2010 წლის სამიტზე. თუმცა, დღეს რუსეთი ნატო-ს ოპონენტად განიხილავს და ამის გამო ძალიან იმედგაცრუებული ვარ. ვფიქრობ, რუსეთსა და დასავლეთს შორის კონფლიქტი შესაძლოა ათწლეულების განმავლობაში გაგრძელდეს. ეს შეიძლება მხოლოდ ერთმა ფაქტორმა შეცვალოს - ნავთობის ფასმა, რასაც კონფლიქტის პერიოდის შემცირება შეუძლია", - განაცხადა ანდერს ფოგ რასმუსენმა.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა