ცნობილი დედები და ახალი წელი - ანი გიუნტერს საახალწლო საჩუქარს დღემდე ბალიშის ქვეშ უტოვებენ

ცნობილი დედები და ახალი წელი - ანი გიუნტერს საახალწლო საჩუქარს დღემდე ბალიშის ქვეშ უტოვებენ

დადგა დეკემბერი და დაიწყო წინასაახალწლო ფუსფუსი. ამ დღესასწაულის მოსვლა განსაკუთრებით ბავშვებს უხარიათ, რომელნიც დიდი გულისყურით ელიან ახალი წლის ღამეს თოვლის ბაბუის მოსვლას და მის დანატოვარ საჩუქრებს. ცნობილ დედებს ახალი წლის, თოვლის ბაბუის, მათი შვილების სურვილების შესახებ ვკითხეთ. სხვათა შორის, ანის სწორედ იმ დროს დავურეკე, როცა შვილებთან ერთად ნაძვის ხეს აწყობდა, მისმა უფროსმა შვილმა, მაშომ კი, თავად გვითხრა, რა დააბარა წელს თოვლის ბაბუას.

ანი გიუნტერი: "ვცდილობ, თორმეტი საათი შევიგრძნო და გავიხარო ოჯახის წევრებთან ერთად"

- დღეს ქალაქში ვსეირნებოდი ბავშვებთან ერთად. ირგვლივ მორთული შენობები, ფიფქები და ნაძვის ხეები რომ დაინახეს, თავადაც გაუჩნდათ სურვილი, მოგვერთო ნაძვის ხე, დამაძალეს და ახლა ზუსტად მაგ პროცესში ვართ. ზოგადად, ნაძვის ხეს თვის ბოლოს, დასვენების დღეებში ვაწყობდი, ასე ადრე არასდროს მომიკიდია ამ საქმისთვის ხელი. რაც უფრო მეტი მიზეზი გვექნება ადამიანებს, რომ განსაკუთრებული განწყობა შევიქმნათ, მით უეკეთესი. არ მივეკუთვნები იმ ადამიანებს, რომლებიც ამბობენ, რა საჭიროა სიყვარულის დღე, ყოველი დღე სიყვარულიაო... ვფიქრობ, რომ საჭიროა ადამიანებისთვის რაღაც მიზეზი ერთამენთთან შესახვედრად, ამაღლებული განწყობის შესაქმნელად, ახალი წელი კი ამისთვის ყველაზე კარგი "საშუალებაა".

- ახალი წლის ღამეს სურვილის ჩაფიქრების რიტუალი თუ გაქვს? იმასაც ამბობენ, სურვილი უნდა დაწერო, შემდეგ ფურცელი დაწვა, შამპანურში ჩაყარო და თუ დალევ, აუცილებლად აგისრულდებაო, მსგავსი რამ ხომ არ გაგიკეთებია ოდესმე?

- არა, ასეთი რამ არ გამიკეთებია, მაგრამ იმდენად ამაღელვებელი მომენტია, რომ ვცდილობ, თორმეტი საათი შევიგრძნო და გავიხარო ოჯახის წევრებთან ერთად. წელს სად შევხვდები, არ ვიცი, ამ წამს დამპატიჟა ერთ-ერთმა რესტორანმა და შესაძლებელია იქ წავიდე.

- თქვენს ოჯახში თოვლის ბაბუის საკითხი როგორ დგას? უკვე შეკვეთილი აქვთ სურვილები?

- დაახლოებით 10 წლის ვიყავი, დედამ მკითხა, რა გინდა თოვლის ბაბუმ მოგიტანოსო და დავიწყე ტირილი, ასე პირდაპირ როგორ მეკითხები და როგორ მიკლავ ზღაპარს-მეთქი. რასაკვირველია, ყველაფერი ვიცოდი, მაგრამ ის ტრადიცია, რომ ბალიშის ქვეშ უნდა დამხვედროდა საჩუქარი, მინდოდა, შენარჩუნებულიყო და სხვათა შორის დღემდე, დედა როცა ახალი წლის დღეებში მოდის ჩემთან, ბალიშის ქვეშ მიტოვებს საჩუქარს და მეც მეორე დილამდე ვერ ვნახულობ, რა არის.

- შენს შვილებთანაც აგრძელებ ამ ტრადიციას და ბალიშის ქვეშ ახვედრებ საჩუქრებს?

- არა, ჩვენ შარშან თოვლის ბაბუამ თვითონ მოგვიტანა, შემოვიდა და დაასაჩუქრა ბავშვები.

- წელს რისი მოტანა სთხოვეს ბავშვებმა? წერილი მისწერეს თუ როგორ მიაწვდინეს ხმა?

- მაშო ოთხწლინახევრისაა, მაგრამ წერა მგონი თოვლის ბაბუსთვის ისწავლა და დაუწერა სურვილი... თავად მაშო გეტყვის რაც უნდა.

გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება