სიდნეიში შეიარაღებულ პირს რამდენიმე მძევალი ჰყავს აყვანილი

სიდნეიში შეიარაღებულ პირს რამდენიმე მძევალი ჰყავს აყვანილი

ავსტრალიის ქალაქ სიდნეიში მდებარე ერთ-ერთ კაფეში სავარაუდოდ, ერთ შეიარაღებულ პირს რამდენიმე მძევალი ჰყავს აყვანილი. "ბიბისის" ინფორმაციით, როგორც გარედან ჩანს, კაფეს ფანჯარასთან სულ მცირე სამი მძევალი დგას, რომელთაც შავი დროშა უჭირავთ არაბული წარწერით. ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა ტონი ებოტმა მომხდარს შემაშფოთებელი უწოდა. მისივე განცხადებით, უცნობია ვინ დგას ამ ყველაფრის უკან, თუმცა შესაძლოა ინციდენტი პოლიტიკურად მოტივირებული იყოს. არსებული ინფორმაციით, ექვსსათიანი მძევლობის შემდეგ, სამმა ადამიანმა შენობის დატოვება მოახერხა. "ბიბისის" ცნობით, ქალაქის ცენტრი, სადაც კაფე "ლინდტი" მდებარეობს, პოლიციის ალყაშია. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულია ჯავშანტექნიკაც.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა