სიდნეის კაფედან შეიარაღებულ პირს ორი მძევალი გამოექცა

სიდნეის კაფედან შეიარაღებულ პირს ორი მძევალი გამოექცა

სიდნეის კაფე "ლინდტი", სადაც სავარაუდოდ ერთ შეიარაღებულ პირს 40-მდე მძევალი ჰყავს აყვანილი, კიდევ ორმა მძევალმა დატოვა. "ბიბისის" ინფორმაციით, რამდენიმე წუთის წინ კაფედან ორი ქალბატონი გამოიქცა, რომლებიც კაფეს თანამშრომლები არიან. არსებული ინფორმაციით, ადგილობრივი პოლიცია მოლაპარაკებებს აწარმოებს კაფეში შეჭრილ შეიარაღებულ პირთან. "ბიბისის" ინფორმაციით, მანამდე კაფე სამმა მამაკაცმა დატოვა. ამ დრომდე უცნობია, რამდენი მძევალი რჩება კაფე "ლინდტში". "ბიბისის" ცნობით, როგორც გარედან ჩანს, კაფეს ფანჯარასთან მდგომ რამდენიმე მძევალს შავი დროშა უჭირავს არაბული წარწერით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა