დიმიტრი მედვედევი უკრაინას მრავალმილიარდიანი ეკონომიკური დანაკარგებით ემუქრება

დიმიტრი მედვედევი უკრაინას მრავალმილიარდიანი ეკონომიკური დანაკარგებით ემუქრება

რუსეთის პრემიერ-მინისტრი დიმიტრი მედვედევი უკრაინას მრავალმილიარდიანი ეკონომიკური დანაკარგებით ემუქრება. როგორც რუსეთის პრემიერი "ნეზავისიმაია გაზეტაში" გამოქვეყნებულ საავტორო სტატიაში აღნიშნავს, თუ "საბაჟო კავშირი" შეზღუდავს უკრაინული საქონლის იმპორტს, უკრაინის დანაკარგებმა შესაძლოა 15 მილიარდი დოლარი შეადგინოს.

"სატარიფო ლიბერალიზაცია, რომელიც იმპორტირებული პროდუქტის 98 პროცენტს მოიცავს, უკრაინული ბაზრიდან კონკურენტების ევროპული პროდუქციის შევიწროებას გამოიწვევს. ევროპული სავაჭრო ცუნამის მეორე ტალღა კი მთელ ამ მოცულობას "საბაჟო კავშირის" ბაზარზე გამოიტანს. რა თქმა უნდა, ჩვენ შესაბამის ზომებს მივიღებთ და მხოლოდ დაკვირვებით არ შემოვიფარგლებით", - წერს დიმიტრი მედვედევი.

რუსეთის პრემიერი ასევე აღნიშნავს, რომ ყოველივე ეს რუსეთში, ბელორუსსა და ყაზახეთში უკრაინული პროდუქციის ექსპორტის კარდინალურ შემცირებას გამოიწვევს და კიევის დანაკარგები 15 მილიარდ დოლარს შეადგენს.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა