სიდნეიში მდებარე კაფეში დაახლოებით 15-მდე მძევალი რჩება

სიდნეიში მდებარე კაფეში დაახლოებით 15-მდე მძევალი რჩება

ბოლო მონაცემებით, ავსტრალიის ქალაქ სიდნეიში მდებარე კაფე "ლინდტი" კიდევ ერთმა მძევალმა დატოვა. "ბიბისის" ინფორმაციით, ბოლო მონაცემებით, კაფედან უკვე ექვსი მძევალი გამოიქცა. ადგილობრივი ჟურნალისტის კრის რისონის განცხადებით, ამ დროისთვის კაფეში დაახლოებით 15-მდე მძევალი იმყოფება, რომელთაც კაფეში შეჭრილი შეიარაღებული პირი ფანჯარასთან რიგ-რიგობით აყენებს და არაბულ წარწერებიან შავ დროშას აჭერინებს ხელში. ადგილობრივი მედიის ცნობით, პოლიციამ უკვე დაიწყო მოლაპარაკებები კაფეში შეჭრილ შეიარაღებულ პირთან, რომელსაც რამდენიმე მოთხოვნა აქვს. თუმცა, არ კონკრეტდება რა მოთხოვნები აქვს მას.

სიდნეიში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა ავსტრალიის პრემიერმა ტონი ებტომა. მისი განცხადებით, შოკისმომგვრელია, რომ უდანაშაულო ხალხი პოლიტიკურად მოტივირებულ შეიარაღებულ პირს ჰყავს მძევლად აყვანილი. ტონი ებოტმა ასევე მადლობა გადაუხადა სიდნეის მცხოვრებლებს შემაშფოთებელი ინციდენტის დროს გამოჩენილი სიმშვიდისთვის.

კაფე "ლინდტში" მძევლების აყვანას გამოეხმაურა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დევიდ კემერონიც, რომლის თქმით, შემაშფოთებელია ის, რაც სიდნეიში ხდება. ავსტრალიის ქალაქ სიდნეის ცენტრში მდებარე კაფეში დღეს დილით შეიარაღებული პირი შეიჭრა და კაფეში მყოფები მძევლად აიყვანა. ადგილობრივი პოლიციის განცხადებით, შეიარაღებულმა პირმა კაფეში 40-მდე მძევალი აიყვანა, თუმცა მათი ზუსტი რაოდენობა ამ დრომდე უცნობია. პოლიციამ კაფეს ირგვლივ მდებარე შენობებიდან, მათ შორის სიდნეის ოპერიდან, ხალხის ევაკუირება მოახდინა.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა