რუსეთში ევროსა და დოლარის კურსი ისტორიულ მაქსიმუმს აღწევს

რუსეთში ევროსა და დოლარის კურსი ისტორიულ მაქსიმუმს აღწევს

რუსეთში ევროსა და დოლარის კურსი ისტორიულ მაქსიმუმს აღწევს. ადგილობრივი დროით, 11:05 საათზე მოსკოვის ბირჟაზე ერთი ევროს ღირებულებამ 73,21 რუბლი შეადგინა, ერთი დოლარის ღირებულებამ კი თითქმის 59 რუბლს მიაღწია. რუსული რუბლის ვარდნა "ბრენტის" მარკის ნავთობის ფასის შემცირებას უკავშირდება, რომელმაც გასულ უქმეებზე ბარელზე 61 დოლარი შეადგინა. ადგილობრივი მედიის ცნობით, რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა გასული კვირის ხუთშაბათს რუბლის კურსის სტაბილიზაციის მიზნით 25 მილიარდ რუბლზე მეტი გაყიდა, თუმცა პარასკევიდან მოყოლებული რუბლის გაუფასურება არ შეჩერებულა.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა