ორი გარდაცვლილი და რამდენიმე ჰოსპიტალიზირებული - სიდნეის კაფეში პოლიციის შტურმი დასრულებულია

ორი გარდაცვლილი და რამდენიმე ჰოსპიტალიზირებული - სიდნეის კაფეში პოლიციის შტურმი დასრულებულია

ორი ადამიანი დაიღუპა სიდნეის პოლიციის მიერ განხორციელებული შტურმის შედეგად კაფე ლინდტში, სადაც 49 წლის ჰარონ მონისს 16 საათის განმავლობაში 30-მდე ადამიანი ჰყავდა მძევლად აყვანილი.

თუმცა, ოფიციალურად გარდაცვლილთა შესახებ ინფორმაციას არავინ ადასტურებს. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.

ამავდროულად, პოლიცია ოფიციალურად ადასტურებს, რომ შენობაზე, სადაც კაფე მდებარეობს, შტურმი დასრულებულია.

ამ დროისთვის უცნობია, დაღუპულთა შორის არის თუ არა დამნაშავე. გავრცელებული ინფორმაციით, ის პოლიციის შეტევის დროს გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, ჰოსპიტალიზებულია სამიდან ხუთამდე ადამიანი.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა