გაეროს მონაცემებით, დონბასი მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა, 4700 ადამიანი კი დაიღუპა

გაეროს მონაცემებით, დონბასი მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა, 4700 ადამიანი კი დაიღუპა

შეიარაღებული კონფლიქტის პერიოდში დონბასი მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა. "ლიგა.ნეტ"-ის ინფორმაციით, ამის შესახებ გაეროს გენერალური მდივნის თანაშემწემ ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში ივან შიმონოვიჩმა განაცხადა. მისი თქმით, ადგილნაცვალ პირთა რაოდენობა 12 დეკემბრის მონაცემებით 542 ათას ადამიანს შეადგენს, დონბასის მცხოვრები კიდევ 568 ათასი ადამიანი კი სხვა სახელმწიფოებში გადავიდა, მათ შორის რუსეთში; 240095 ადამიანმა კი დევნილის სტატუსი მოითხოვა.

ამ კონტექსტში, დონბასის მცხოვრებლებისთვის ბიუჯეტიდან ყველა სოციალური დახმარების შეჩერების გამო, შიმონოვიჩმა განაცხადა, რომ ვითარება, შესაძლოა, კიდევ უფრო გამწვავდეს. ის მოუწოდებს ქვეყნის ხელისუფლებას, გამონახოს საშუალება იმ ადამიანების დასახმარებლად, რომლებიც დონბასში ცხოვორბენ.

რაც შეეხება კონფლიქტის მიმდინარეობისას გარდაცვლილთა რაოდენობას, გაეროს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის მონაცემებით, დაღუპულთა რიცხვმა 4700 ადამიანს გადააჭარბა. შიმონოვიჩის განცხადებით, 12 დეკემბრის მონაცემებით, დონბასში დაღუპულია 4707 ადამიანი, დაიჭრა 10 322 ადამიანი. 6 სექტემბრიდან, ზავის გამოცხადებიდან დღემდე დაღუპულია 1357 ადამიანი.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა