2014 წელს, მოვალეობის შესრულებისას, 128 ჟურნალისტი დაიღუპა

2014 წელს, მოვალეობის შესრულებისას, 128 ჟურნალისტი დაიღუპა

მიმდინარე წელს მსოფლიოს მასშტაბით 128 ჟურნალისტი დაიღუპა. მონაცემებს შვედური არასამთავრობო ორგანიზაცია Press Emblem Campaign ავრცელებს. ორგანიზაციის ინფორმაციით, ყველა მათგანი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაიღუპა. 9 ჟურნალისტი უკრაინაში დაიღუპა, რომელთა შორის ოთხი რუსია. ღაზას სექტორში ისრაელის მიერ ჩატარებული საომარი ოპერაციების დროს დაღუპულ ჟურნალისტთა რიცხვი მხოლოდ ივლის-აგვისტოს განმავლობაში, 16-ს აღწევს. რაც შეეხება სირიას, იქ 13 ჟურნალისტი დაიღუპა, მათ შორის არიან ისინიც, რომლებსაც "ისლამური სახელმწიფოს" ტერორისტებმა თავი მოკვეთეს. 12 ჟურნალისტი პაკისტანში დაიღუპა, ათი - ერაყში.

ჟურნალისტებისთვის ყველაზე საშიშ ქვეყნებად უკვე რამდენიმე წელია, რჩებიან სირია, მექსიკა, ერაყი, სომალი, ბრაზილია, ჰონდურასი, ფილიპინები, ინდოეთი და პალესტინა.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა