ალექსანდრე ლუკაშენკო - მუდმივად მხოლოდ რუსეთზე ვერ ვილოცებთ

ალექსანდრე ლუკაშენკო - მუდმივად მხოლოდ რუსეთზე ვერ ვილოცებთ

ბელორუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ ქვეყნის მთავრობას დაავალა, ნებისმიერ ფასად იპოვონ ახალი ბაზრები ბელორუსული პროდუქციისთვის. ამის შესახებ ინფორმაციას ბელორუსული სააგენტო "ბელტა" ავრცელებს. ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადებით, წელს საკმაოდ რთული წელია - რუსეთი დაეცა, უკრაინაში კი ომია. "ორივე მათგანი ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ბაზარია, მაგრამ ახლა მათ მსხვილი შენაძენებისთვის არ სცალიათ. მუდმივად მხოლოდ რუსეთზე ვერ ვილოცებთ მიუხედავად იმისა, რომ ის ჩვენი მოძმე ერია", - განაცხადა ბელორუსის პრეზიდენტმა.

ალექსანდრე ლუკაშენკომ ასევე ხაზი გაუსვა, რომ რუსეთში შექმნილი პრობლემების გამო დღეს რუსულ ბაზარზე მხოლოდ 40-45% ბელორუსული პროდუქტი იყიდება, როცა ადრე ეს მაჩვენებელი 85%-ს აღწევდა. დეკემბერის დასაწყისში ბელორუსის პრეზიდენტმა რუსეთი "საბაჟო კავშირის" ნორმების დარღვევაში დაადანაშაულა მას შემდეგ, რაც ოფიციალურმა მოსკოვმა რუსულ ბაზარზე ბელორუსიდან რიგი პროდუქტების შეტანაზე აკრძალვები დააწესა.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა